Netflix-ს მნიშვნელოვანი ზრდა აქვს სარეკლამო გაყიდვებში. ეს ზრდა არის ნიშანი იმისა, რომ სტრიმინგ სერვისი წარმატებით იზიდავს უფრო მეტ ბრენდს კომერციული თანამშრომლობისკენ, რომელიც უკვე დაახლოებით ორი წელია ფუნქციონირებს. შეთავაზება აერთიანებს ისეთ კონტენტს, როგორიცაა “Squid Game”-სა და “Wednesday”-ის მეორე სეზონები, “Happy Gilmore”-ის გაგრძელება და “Love is Blind”-ის დაბრუნება, ასევე უფრო დიდი ინვესტიციები წამყვან პროგრამებში – WWE-ს “Raw” და NFL მატჩი.
Netflix 2022 წელს შევიდა სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე, შეღავათიანი ფასებით, რამაც ცოტა გააბრაზა კიდეც ზოგიერთი მედიაბაიერი.
უფრო მწვავე კონკურენციის გაჩენა, მათ შორის Amazon-ის მიერ Prime Video-ში რეკლამების დანერგვა, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს სტრიმინგ სერვისის საერთო სტრატეგიაზე. ბოლოდროინდელი ინფორმაციით, Netflix-მა შეამცირა სერვისის ღირებულება ათას ნახვაზე.
სარეგისტრაციო ღირებულების დაწევა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა ზრდის სარეკლამო დანახარჯებს. მეორე ფაქტორია Netflix-ის ძალისხმევა ტექნოლოგიური გაუმჯობესების თვალსაზრისით, რათა კონკურენტებს სათანადო მეტოქეობა გაუწიოს. პროგრამატიკული რეკლამა დიდ აუდიტორიაზე გასვლის ძირითადი მეთოდია. ბოლო კვირებში, ისეთმა ძირითადმა დამკვეთებმა, როგორებიც არიან Expedia, Ford, T-Mobile, Mercedes-Benz, Novartis და American Eagle, პროგრამატიკული სარეკლამო კამპანიები წამოიწყეს Netflix-ზე.
Netflix-მა მიიზიდა რეკლამის ტექნოლოგიების უმსხვილესი მოთამაშეები – The Trade Desk, Google Display & Video 360 და Microsoft’s Xandr, რათა ხელი შეუწყოს პროგრამატიკული რეკლამის გავრცელებას. დამკვეთები პირდაპირ შეძლებენ Netflix-თან თანამშრომლობას, ამ პლატფორმების მეშვეობით. ამჟამად, ეს სერვისი ხელმისაწვდომია აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიასა და მექსიკაში. მომავალ თვეებში, პლატფორმა გლობალურ გაფართოებას ისახავს მიზნად.
კამპანიების წარმატების შესაფასებლად, Netflix თანამშრომლობს Google-თან და Innovid-თან, ამასთან განაგრძობს ურთიერთობას DoubleVerify-სა და Integral Ad Science-თან. ამჟამად, Netflix ქმნის საკუთარ, სპეციალურ რეკლამის ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომლის ჩაშვებაც 2025 წელს არის დაგეგმილი.
წყარო: marketingdive