ამ თვის დასაწყისში Netflix-მა საშინელებათა ჟანრის ფილმი გამოუშვა, რომლის სიუჟეტიც ექსკლუზიურად ბოტის მიერ დაიწერა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კომიკური საშინელებათა ფილმი უფროა, ვიდრე შემაძრწუნებელი…
Netflix კიტონ პეტისთან მუშაობდა — ადამიანთან, ვინც ბოტი შექმნა. ვიდრე ბოტი თავისი შედევრის სცენარს დაწერდა, 400 000 საათზე მეტი ოდენობის საშინელებათა ფილმებს უყურა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Mr. Puzzles Wants You to Be Less Alive” აშკარად ფილმ Saw-ს ეფუძნება. მთავარი პერსონაჟი ცდილობს, ხალხი რთული, უაზრო სქემებით მოკლას…
ჩვენ უკვე არაერთხელ ვიხილეთ ბოტის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. როგორც ჩანს, ეს სულაც არ არის მომავლის საკითხი — არამედ, აქ და ახლა ბოტები თავად წერენ ფილმის სცენარებს, ქმნიან სიუჟეტებს და “ადამიანი სცენარისტების” გვერდით ცდილობენ ადგილის დაკავებას.