in

Netflix-ის მიერ გადაღებული Cowboy Bebop-ის პრემიერა წარმატებით შედგა!

სერიალი 1998 წლის ანიმეს რიმეიკს წარმოადგენს

veon
veon

ნანატრი ანიმე სერიალის Cowboy Bebop პრემიერა გასული კვირის პარასკევს წარმატებით შედგა. 1998 წლის ანიმეს რიმეიკის მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც მზის სისტემაში დანაშაული მძვინვარებს. თავებზე მონადირეები კი მკვლელების, ქურდების, თაღლითებისა და ყველა სახის არასასიამოვნო ხალხის თვალყურის დევნების სანაცვლოდ ფულს იღებენ.

Cowboy Bebop-ის სიუჟეტი სამ კონკრეტულ კოვბოის მიჰყვება — სპაიკ შპიგელი (ჯონ ჩო), ქარიზმატული მებრძოლი საიდუმლო კრიმინალური წარსულით, ჯეტ ბლეკი (მუსტაფა შაკირი), ყოფილი პოლიციელი და ფეი ვალენტინი (დანიელა პინედა) ცბიერი, რომელსაც ფაქტობრივად არ ახსოვს საკუთარი წარსული.

რეალური კადრების შემცველი სერიალი მეტად წრფივია და სასიყვარულო სამკუთხედი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ასევე, Vicious-ის სახელით ცნობილ პერსონაჟს, რომელიც ახლა ბოროტმოქმედის სახით გვევლინება, მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ადრე. ზოგჯერ ცოცხალი მოქმედების სცენები ორიგინალური სერიების რიტმს მიჰყვება, თუმცა მაინც ვხვდებით არსებით განსხვავებებს. როგორც გულშემატკივრები აღნიშნავენ, იგი ცოტათი მეხუთე ელემენტსაც მოგვაგონებს, თავისი ფერადი, არამიწიერი ხიბლით.

ცხადია, მსახიობებისთვის ადვილი არასდროს იქნება “კოვბოი ბიბოპის” ხელახლა წარმოდგენა. ჩვეულებრივ, ანიმაციურ ადაპტაციებში ცოცხალი მოქმედებით, რთულია მულტფილმის ელემენტების შეთავსება — პერსონაჟების სტილი, გადაჭარბებული მოძრაობები, მკვეთრი ფერები და ა. შ. ეს კონკრეტული ანიმე კი დამატებით სირთულეებს მოიცავს, შინიჩირო ვატანაბეს დახვეწილობის გათვალისწინებით.

და მაინც, ნეტფლიქსის სერიალის ყურება ნამდვილად ღირს… იგი ანიმეს ერთ-ერთი საუკეთესო რიმეიკია, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟების ნაცვლად რეალური მსახიობები მონაწილეობენ.

WHERE NEXT – მთავარი შეკითხვა არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს

„ჰავი ლოგისტიკისა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ ინვესტიციით, თბილისში მზის ელექტროპანელების სისტემა დამონტაჟდა