in

როგორ ვნახოთ, ვინ იყენებს ჩვენს Netflix-ისა და Spotify-ის ანგარიშებს?

ხშირად მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ ისეთი პლატფორმების ანგარიშებს, როგორებიცაა Netflix ან Spotify. მართალია, დაუდევრად არავის ვეუბნებით პაროლს, მაგრამ შეიძლება ჩვენი მეგობრისგან სხვამაც გაიგოს, რაც ზოგჯერ შემაწუხებელიცაა. ან შეიძლება არ გინდოდეთ, ყოფილ პარტნიორს კვლავ ჰქონდეს ანგარიშზე წვდომა. თანაც ნეტფლიქსს საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს ამასთან დაკავშირებით — შესაძლოა, გაგიუქმდეთ კიდეც კონკრეტული ანგარიში.

ამიტომაც სტატიაში გაგიზიარებთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ნახავთ, რომელი მოწყობილობებიდან შედიან ამ პლატფორმებზე თქვენი ანგარიშებიდან.

Netflix-ის შემთხვევაში, შედით სისტემაში, დააკლიკეთ ავატარის ნიშანს და აირჩიეთ Account & Settings. შემდეგ გადადით მოწყობილობების ჩანართზე, სადაც იმ მოწყობილობების ჩამონათვალს ნახავთ, რომლებშიც თქვენი ანგარიში აქტიურია. თუ წვდომის შეზღუდვა გსურთ, თითოეულისთვის დააწკაპუნეთ Sign Out-ს. ბოლოს კი აუცილებლად შეცვალეთ პაროლი.

რაც შეეხება Spotify-ს, შედით სისტემაში და დააკლიკეთ ანგარიშის სახელს ზედა მარჯვენა კუთხეში. აირჩიეთ Account, დააჭირეთ ღილაკს Sign Out Everywhere და დაადასტურეთ მოთხოვნა. ამის გაკეთების შემდეგ ანგარიში ავტომატურად გაითიშება ყველა მოწყობილობაზე.

აი, საიდან სადამდე მივყავართ მოგზაურობებს

„თეგეტა ჰოლდინგს“ J.P. Morgan-ის დელეგაცია ეწვია