in

Netflix-მა ვიდეო თამაშ “Dota 2”-ზე დაფუძნებული ანიმე შექმნა

მისი ნახვა 25 მარტიდან შეგვეძლება

veon
veon

Netflix-მა ახალი ანიმე შექმნა, რომელიც Valve Corporation-ის ვიდეო თამაშ Dota 2-ზეა დაფუძნებული. ანიმაციური სერიალი Dota: Dragon’s Blood-ის ნახვა სავარაუდოდ 25 მარტიდან შეგვეძლება.

სერიალი დრაკონის რაინდის, დევიონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თამაშში მტკიცე გმირის სახით წარმოგვიდგება, თავისი ხმლებითა და ფარებით. Dragon’s Blood ეშლი ედვარდ მილერის ხელმძღვანელობით შეიქმნა, სცენარისტი და პროდიუსერი ადრე ისეთ ფილმებზე მუშაობდა, როგორიცაა X-Men: First Class და Thor and Terminator: The Sarah Connor Chronicles. სერიალის ანიმირება კი სტუდია MIR-ს ეკუთვნის.

“თაყვანისმცემლებს ძალიან მოეწონებათ ჩვენ მიერ წარმოდგენილი Dota 2-ის სამყარო, რომელიც ეპიკურ, ემოციურ და მოზრდილებზე ორიენტირებულ სიუჟეტზე ავაგეთ. კინემატოგრაფიული ანიმაცია, მსახიობობდა და მუსიკა უბრალოდ ახალ დონეზეა ასული და მე მადლობელი ვარ Valve-ს მიერ ჩვენი შემოქმედებითი ამბიციების მხარდაჭერისთვის” –  ამბობს ეშლი ედვარდ მილერი.

ნახეთ McDonald’s-ის გლობალური შეფუთვის რედიზაინი

ქართული კომპანიებიდან გვპასუხობენ: როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა პანდემიის დროს?