Extraction 2-ში ქართველი მსახიობები რომ თამაშობენ, ამაზე უკვე მოგიყევით, მაგრამ ახლა ფილმის გულშემატკივრებს მთავარ გმირთან დაახლოების უცნაურ გზას სთავაზობენ — ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გიგანტური ბილბორდები დაამონტაჟეს, რომლებზეც კრის ჰემსვორთია გამოსახული. თუმცა ეს ჩვეულებრივი ბილბორდი არ გეგონოთ… ყველაფერი რეალობასთან მეტად ახლოს რომ ყოფილიყო, მაყურებლებს ოფლის შეგრძნების საშუალება მისცეს.
კონკრეტულად კი, ჰემსვორთის ფოტოზე ლაზერით პატარა წერტილები ამოჭრეს, რათა იგი კანის ფორებისთვის მიემსგავსებინათ. ხოლო ბილბორდის უკან არსებული წყლის სისტემა ოფლის ნაკადის მსგავსად მუშაობს… როგორც ამბობენ, ფილმი იმდენად დატვირთულია მოქმედებებით, რომ ბილბორდებიც „ოფლიანდება“… და თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი რეალურად, მაშინ Netflix-ის ინსტაგრამ გვერდს უნდა ესტუმროთ.
მართალია, „ოფლიანი“ ბილბორდის შექმნა Extraction 2-ისკენ მეტი ყურადღების მისაპყრობად არის გამიზნული, მაგრამ ეს ფილმს რეალურად სულაც არ სჭირდება — „დახსნა 2“ Netflix-ზე ფილმების სათავეში მოექცა…