in

Netflix ტოკიოს „ოქროს გულით“ დაემშვიდობა — La Casa de Papel

Netflix-ის „ქაღალდის სახლი“ ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი სერიალია, რომლის პერსონაჟებმაც მარტივად მოახერხეს მაყურებელთა გულის მოგება. ამიტომ, არც რომელიმეს გარდაცვალება გახლდათ მარტივი ამბავი… ბევრს აღარ გავაგრძელებთ და გეტყვით, რომ ფინალურ მომენტში ტოკიოს გარდაცვალება ყველაზე ემოციური მომენტი იყო, ამიტომაც პერსონაჟისთვის პატივის მიგება, ათასობით გულშემატკივრის წუხილის გაზიარება და პორტუგალიური მოდის წარმოჩენა „ოქროს გულით“ გადაწყვიტეს. 

M2

პატივი მიაგეს პერსონაჟის მიღმა არსებულ ადამიანს და პორტუგალიის საკულტო სამკაული Heart of Viana აირჩიეს — გონდომარში, ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ოსტატებს „ოქროს გულის“ შექმნა და მთლიანი პროცესის გადაღება დაავალეს. შემდეგ კი მადრიდში გაგზავნეს, მშვენიერ ტყავის ყუთში მოათავსეს და გადასაღებ მოედანზე ტოკიოს როლის შემსრულებელ ურსულა კორბეროს გადასცეს. ემოციები თავად ნახეთ:

კამპანიაზე Solid Dogma-ს სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

როგორ დაარეკლამოთ საკუთარი თავი სინდისის ქენჯნის გარეშე

აი, ასე ვისწავლეთ AI-სთან ერთად ცხოვრება — ChatGPT-ის პირველი კამპანია ჩაუშვეს!