წარმოიდგინეთ, უცბად Bridgerton-ში რომ აღმოჩნდეთ… Netflix-ის შოუებში რომ გვაჩვენებენ, იმ საჭმლის ჭამა რომ შეგეძლოთ და თქვენი საყვარელი პერსონაჟების სამოსიც რომ იყიდოთ… Netflix House-ის გახსნით ეს ყველაფერი რეალობად იქცევა — ექსპერიმენტული გასართობი სივრცე იქნება, რომელიც ნეტფლიქსის სიუჟეტებს ჩვენს რეალობად აქცევს.
Bridgerton-ის, Money Heist-ის, Stranger Things-ის, Squid Game-ისა და Netflix Bites-ის წინა Live გამოცდილებაზე დაფუძნებით, Netflix House ერთი ნაბიჯით წინ მიდის და მაყურებლებისთვის ეკრანის მიღმა საყვარელი Netflix ისტორიებისა და პერსონაჟების შესასწავლად დაუვიწყარ ადგილს ქმნის. თანაც ეს შორი მომავალი სულაც არ არის, პირველი ორი ლოკაცია პენსილვანიაში King of Prussia-ისა და Galleria Dallas-ის სახით 2025 წელს გაიხსნება.
„Netflix House-ში თქვენ შეგიძლიათ, ისიამოვნოთ განახლებული იმერსიული გამოცდილებებით, ჩაერთოთ თერაპიაში და გაიგოთ თქვენი საყვარელი ნეტფლიქსის სერიებისა და ფილმების უნიკალური საკვებისა და სასმელის გემო. ჩვენ ჩავუშვით 50-ზე მეტი გამოცდილება 25 ქალაქში და Netflix House წარმოადგენს ჩვენი გამორჩეული შეთავაზებების ახალ თაობას. ეს ადგილები ჩვენთვის საყვარელს ისტორიებს ახალი, მუდმივად ცვალებადი და მოულოდნელი გზებით გააცოცხლებს“, — აცხადებს მირიან ლი, Netflix-ის მარკეტერი.
აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსმა ამერიკის ორი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრი აარჩია, არჩევანი კი მაღალი ტრაფიკისა და დიდ ქალაქებთან სიახლოვით გააკეთეს. როგორც ვიგებთ, Netflix House-ის თითოეული სივრცე 100 000 კუბს ფარავს, სადაც სავაჭრო ობიექტების, საკვები სივრცეებისა და ესპერიმენტული აქტივობების ფართო სპექტრი იქნება. გარეთ კი სტუმრებს საოცარი ქანდაკებები დახვდებათ და პერსონაჟები მათი საყვარელი სერიალებიდან. როგორც ამბობენ, ეს ადგილები არ არის მხოლოდ გასართობი, არამედ უნიკალურ სივრცეს ქმნის გულშემატკივართა ჩართულობისთვის.
ნეტფლიქსის ფიზიკურ საცალო ვაჭრობის სივრცეებში გადასვლა, მარკეტინგულ სტრატეგიად განიხილება, რომელიც მხარს უჭერს გამოწერაზე დაფუძნებულ სტრიმინგის ბიზნესს. ამ ახალი სივრცეებით, კომპანია მიზნად ისახავს, შექმნას დაუვიწყარი გამოცდილებები, რომლითაც გულშემატკივრებს ბრენდს კიდევ უფრო შეაყვარებს…