in

Netflix ჟურნალს უშვებს

ამერიკული მედია პროვაიდერი Netflix ბეჭდურ გამოცემას უშვებს. ჟურნალის პირველი ნომერი, 2019 წლის ივნისში, Emmy-ის დაჯილდოებისთვის გამოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

bog
bog-mob

Bloomberg-ის ინფორმაციით, გამოცემა 100 გვერდიანი იქნება და სამუშაო სათაური “Wide” არის. ჟურნალში დაიბეჭდება პროგრამები, ინტერვიუები და სტატიები მათზე, ვინც Netflix-ის კონტენტს ქმნის. ასე, მედია პროვაიდერი, მომხმარებელს საკუთარ პროდუქტებზე მიაწვდის ინფორმაციას. კომპანიამ ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების აყვანა დაიწყო. მათ გუნდში უკვე გადავიდა გამოცემა Vanity Fair-ის ყოფილი რედაქტორი კრისტა სმიტი.

პროექტის მიზანი მომხმარებლებში Netflix-ის ცნობადობის გაზრდა და ორიგინალი კონტენტის განვითარებაა.

Tbilisi School of Communication: ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასწავლო გრანტი დაწესდება

Emerge Challenge სტარტაპ აქსელერატორისთვის სტარტაპებს ეძებს