გასული წლის ნოემბერში Netflix-მა Pinocchio-ს სტოპ-მოუშენის ანიმაცია გამოუშვა. რეჟისორების გილერმო დელ ტოროსა და მარკ გუსტაფსონის მიერ შექმნილმა ფილმმა მრავალი გამოცემის კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ამის ფონზე კი, სტრიმინგის სერვისმა ახლახან გამოუშვა სიუჟეტის სრული ციფრული წიგნი, რომლის დათვალიერებაც უფასოდ შეგიძლიათ.
აღნიშნული წიგნი 24 გვერდისგან შედგება და კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშის უკან არსებულ მთელ ისტორიას გვიამბობს. ის ფილმს აღწერს, როგორც „ხელნაკეთ შედევრს“ და გვიამბობს, როგორ იქცა ანიმაცია „დახვეწილობისა და რეზონანსის“ სრულიად ახალ დონედ. მთლიანობაში, აქ ასახულია გზა, რომელმაც პინოქიოს იდეა ეკრანამდე მიიყვანა.
წიგნში ნახავთ, როგორ გაცოცხლდა პერსონაჟები, სცენები და სარეკლამო მასალები. ასევე, პროექტში ჩართულია ძირითადი პერსონალის კომენტარები და თვით დელ ტოროს წინასიტყვაობაც კი.
„არტბუქთან“ ერთად, მაყურებელს უფასო წვდომა აქვს ფილმის სცენარზეც. 120-გვერდიანი სცენარი დელ ტოროსა და პატრიკ ჰეილს ეკუთვნით.