in

Netflix პირადი ანგარიშის პაროლის სხვებისთვის გაზიარებას ეწინააღმდეგება

თუ თქვენ არ ცხოვრობთ ანგარიშის მფლობელთან, ყურების გასაგრძელებლად საკუთარი ანგარიში გჭირდებათ

veon
veon

ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც Netflix-ის ანგარიშს რამდენიმე ადამიანი იზიარებს, რასაც კომპანია “უპირისპირდება” და ცდილობს, ასეთი შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს.

როგორც ცნობილია, კომპანიის მომსახურების პირობები აბონენტებს უკრძალავს საკუთარი პაროლების გაზიარებას, მათი ოჯახის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის, მაგრამ ამას მაინც ბევრი აკეთებს… “თუ თქვენ არ ცხოვრობთ ანგარიშის მფლობელთან, ყურების გასაგრძელებლად საკუთარი ანგარიში გჭირდებათ” – ასეთ შეტყობინებას უგზავნის Netflix მომხმარებლებს, რომელიც სხვის ანგარიშს იყენებს. ამ დროს, აბონენტს შეუძლია, დაადასტუროს ყურების ნებართვა ელ.ფოსტით ან ვერიფიკაციის კოდით.

Netflix აცხადებს, რომ შეტყობინების გაგზავნის ეს ტესტი ანგარიშის მფლობელობის, წესების დაცვით ყურების დადასტურებას ემსახურება. კომპანია ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდა “ნეტფლიქსის” მიერ პაროლების გაზიარების კონტროლის შესახებ, თუმცა შესაბამისი ღონისძიებების გატარება არ ყოფილა დადასტურებული.

ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ინტეგრირებული ლიმიტები წარმოადგენს, რომლებიც აკონტროლებს, ერთდროულად რამდენ მოწყობილობაზეა შესაძლებელი ანგარიშის გამოყენება. მაგალითად, 8.99 დოლარიანი გეგმა მხოლოდ ერთ მოწყობილობას მოიცავს, $13.99 – ორს, 17.99 დოლარიანი გეგმა კი საშუალებას გაძლევთ, ოთხი მოწყობილობა გამოიყენოთ.

სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალურ სტარტაპ ფონდს ქართული კომპანიები და ფონდები უერთდებიან

მონაცემები შესანიშნავია, მაგრამ არ ანაცვლებს მომხმარებლებთან საუბარს!