ამერიკული კომპანია “Netflix”-ი, რომელიც სერიალების და ფილმების გავრცელებითაა დაკავებული კინომანებისთვის შეუცვლელი გამოგონება – “ჭკვიანი წინდები” წარმოადგინა.
თუ ფილმის ან სერიალის ყურების დროს ჩაგეძინათ, “ჭკვიანი წინდები” ფილმს დააპაუზებენ და თქვენს გაღვიძებას დაელოდებიან.
წინდებზე მგრძნობიარე სენსორებია დამაგრებული, რომელიც მძინარე მდგომარეობას მწოლიარე მდგომარეობისგან არჩევს და შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.
მოწყობილობა გაყიდვაში არ გამოვა, ისინი პროექტის “შექმენი თვითონ”-ის ნაწილია და მისი ნახაზის ნახვა Netflix-ის საიტზეა შესაძლებელი.












