in

Netflix-ს სურს, თამაშები App Store-ის მეშვეობითაც გახადოს ხელმისაწვდომი

შესაძლოა, კომპანიამ კვლავ საკუთარი ღრუბლოვანი სერვისის გამოყენება ამჯობინოს…

veon
veon

Netflix გეიმინგ ინდუსტრიაში ოფიციალურად ჩაერთო და მისი პირველი თამაშები ანდროიდის მომხმარებლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამის პარალელურად, კომპანია თამაშების iOS ვერსიებზეც მუშაობს… თუმცა Bloomberg-ის ტექნიკური რეპორტიორის, მარკ გურმანის, თანახმად, Apple-ის App Store-ის პოლიტიკა ხელს შეუშლის თამაშების ხელმისაწვდომობას.

როგორც იცით, ეფლი კრძალავს მესამე მხარის აპლიკაციების სათამაშო ჰაბის სახით ფუნქციონირებას. ეს კი არაერთხელ გამხდარა კამათის საგანი თამაშის ისეთ სერვისებთან, როგორიცაა Xbox Cloud Gaming, Nvidia GeForce Now და Google Stadia. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ამ პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება, თამაშების ვებ აპლიკაციის სახით შეთავაზებაა — როგორც ამას Facebook აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ნეტფლიქსი ეფლის წესებს დააკვირდება, რათა თამაშები App Store-ის მეშვეობით გახადოს ხელმისაწვდომი. უფრო კონკრეტულად, iOS მომხმარებლებს თამაშების ჩამოტვირთვა და თამაში მხოლოდ App Store-დან შეეძლებათ, ნაცვლად ნეტფლიქსის აპლიკაციისა.

რა თქმა უნდა, ეს არც ისე კარგი გამოსავალია უნივერსალური სათამაშო სერვისისთვის, რადგან ყველას უშუალოდ სერვისიდან უნდა შეეძლოს თამაშების ჩამოტვირთვა. ამიტომაც, შესაძლოა, კომპანიამ კვლავ საკუთარი ღრუბლოვანი სერვისის გამოყენება ამჯობინოს. ეფლის მომხმარებლებს კი მწირი ვებ აპლიკაციებით დაკმაყოფილება მოუწევთ… მოკლედ, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და როგორ შეთანხმდებიან კომპანიები.

„ვივა”- თანამედროვე კონცეფცია ენერგეტიკულ სასმელში!

ტვინის იმპლანტი პარალიზებული ადამიანის აზრებს ტექსტად გარდაქმნის!