in

Netflix ფილმზე “ტერმინატორი” ანიმე სერიალს გადაიღებს

კომპანიამ Production I.G-თან ერთად იმუშავა

veon
veon

Netflix ანიმაციურ სტუდია Production I.G-თან ერთად “ტერმინატორის” ანიმე სერიალს ქმნის. როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი მატსონ ტომლინი ამბობს, სერიალი, თავისი გადაღებით არ ანადგურებს მაყურებელთა მოლოდინებს და სითამამით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ტერმინატორის ანიმაციად გადაქცევის პირველი შემთხვევაა, ექვსნაწილიანი ფილმისა და ერთი სატელევიზიო შოუს შემდეგ. “ტერმინატორი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდება. ახალი ანიმაციური სერიალი ამ სამყაროს შეისწავლის ისე, როგორც არასდროს. მოუთმენლად ველით, როდის შეიგრძნობენ ადამიანები ამ საოცრებას” – ამბობს ჯონ დერდერიანი, ანიმეს ვიცე პრეზიდენტი Netflix Japan-ში.

Production I.G-ის აღმასრულებელი დირექტორი იხსენებს, რა რეაქცია მოყვა ტერმინატორის ანიმედ ქცევის იდეას. “ჩემი დიდი ხნის მეგობარსა და კოლეგას, მიმორუ ოშიის ვკითხე, რას ფიქრობდა ტერმინატორის ანიმაციურ სერიალად გადაქცევაზე. მისი პასუხი კი ასეთი იყო: “იშიკავა, ჭკუიდან გადახვედი?” სწორედ ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა”. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მაყურებელი ტერმინატორის ანიმეს, თუმცა მასთან დაკავშირებული მოლოდინები უკვე საკმაოდ დიდია.

როგორ გავხდე CEO? – HBR-ის ექსპერტები გვირჩევენ

აჩუქე, რაც გაუხარდება! – „25 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, აღმოაჩინე საუკეთესო შეთავაზებები Extra.ge-ზე“!