in

Netflix დედოფლის გარდაცვალების გამო The Crown-ის გადაღებებს აჩერებს!

Netflix-ის დრამა The Crown, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის მეფობის ქრონიკებს ასახავს, სავარაუდოდ, გადაღებებს შეაჩერებს. მიზეზი კი დედოფლის გარდაცვალებაა — ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქი 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

The Crown სასიყვარულო წერილია და ახლა არაფერი მაქვს დასამატებელი, ვფიქრობ, რომ ჩვენ დედოფლის პატივისცემის გამო გადაღებებს შევწყვეტთ, — აცხადებს სერიალის შემქმნელი პიტერ მორგანი.

საინტერესოა ისიც, რომ რეჟისორ სტივენ დალდრის ჰქონდა გეგმა, თუ რა უნდა გაეკეთებინა დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში. 

არცერთმა ჩვენგანმა იცის, როდის დადგება ეს დრო, მაგრამ სწორი და მართებული იქნება თუ მის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ. ეს პატივისცემის ნიშანი იქნება. ის გლობალური ფიგურაა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, — ამბობდა დალდრინი 2016 წელს, როცა Netflix-ის დრამა ემის გამარჯვებული გახდა. 

აღსანიშნავია, რომ The Crown-ის მეექვსე სეზონზე უკვე ჰქონდათ მუშაობა დაწყებული. მეხუთე სეზონის პრემიერა კი ნოემბერშია დაგეგმილი. დედოფლის როლს ამჯერად იმელდა სტაუტონი მოირგებს, დომინიკ უესტი პრინც ჩარლზის (ახლა კი უკვე მეფის), ხოლო ელიზაბეტ დებიკი პრინცესა დიანას როლს შეასრულებს. 

ამასთან, დედოფლის ცხოვრება The Crown-ის გარდა, The Queen-ის ფილმსა და The Audience-ის პიესაშიც არის ასახული. 

MINI-სა და Pokémon-ის პირველი თანამშრომლობა იხილეთ ახალ ვიდეოში

Samsung-ის სატირული ვიდეორგოლი ახალი სმარტფონის ყიდვის შიშზე გვიყვება