in

Netflix სამაგიდო თამაშს, Ticket to Ride, ეკრანზე გადმოიტანს

ბოლო წლებში Netflix-ს აქტიურად მუშაობს თამაშების ეკრანზე გამოსახვაზე. აქამდე მისი ყურადღება ძირითადად ვიდეოთამაშებზე იყო მიმართული, თუმცა ახლა სტრიმინგგიგანტი სამაგიდო თამაშების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსაც იძენს. უახლესი პროექტი არის Asmodee-ს ცნობილი თამაში – Ticket to Ride.

კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, Netflix გეგმავს ამ ბრენდის ფარგლებში რამდენიმე პროექტის განხორციელებას: სატელევიზიო სერიალებს, ფილმებსა და „სხვა ფორმატებს“. პირველი პროექტი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, რომლის სცენარს დაწერენ ბენ მეკლერი და კრის ამიკი. თამაშის შემქმნელი ალან რ. მუნი კი, პროექტში აღმასრულებელი პროდიუსერის როლს შეასრულებს. ეს იქნება თამაშის პირველი ეკრანული ადაპტაცია, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში უკვე არაერთი თეორია ვრცელდება.

Ticket to Ride არის მატარებლების თემაზე შექმნილი სტრატეგიული და მარშრუტების აგებაზე დაფუძნებული თამაში, რომელიც პირველად 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა. მას შემდეგ თამაშმა 20 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა და 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Asmodee-ს ინტელექტუალური საკუთრება Netflix-მა შეიძინა. გასულ წელს კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Catan-საც გადაიტანდა ეკრანზე სხვადასხვა ფორმატში. გარდა ამისა, 2025 წლის დასაწყისში Netflix-მა გააფორმა შეთანხმება Hasbro-სთან, რათა Monopoly სატელევიზიო შოუ-თამაშად ექცია.

Roche – შვეიცარიული ბრენდის გლობალური წარმატების ისტორია

რატომ უნდა გამოვიყენოთ სარეკლამო ხელსაწყოები კონტექსტურად