in

Netflix-ის სიმბოლური კამპანია „უხილავი სამკაულებით“

Netflix-მა სერიალ „ლუპინის“ მესამე სეზონის გამოშვებასთან დაკავშირებით, კრეატიული პოსტერები შექმნა. ვინაიდან სიუჟეტი ქურდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პარიზში „უკეთესი ცხოვრებისთვის“ მიდის და თავს ამ საქმიანობით ირჩენს, თითოეულ პოსტერსაც ამაზე მინიშნება გასდევს მთავარ ხაზად. აქ ვხედავთ ბეჭდებისგან, სამაჯურებისა და საათისგან თავისუფალ ხელებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ატყვია ამ ნივთების არსებობის კვალი.

BOG

მარკეტინგულ სააგენტო Jellyfish France-თან თანამშრომლობით, სტრიმინგ პლატფორმამ ძვირადღირებული ბრენდების რეკლამების ანალოგები შექმნა — როგორებიცაა Rolex, Chanel, Hermès, Cartier, Celine და Tiffany & Co. მათი ლოგოები და ინდივიდუალური ესთეტიკაც კი მიითვისეს. გამოდის, ეს არა მხოლოდ ერთი სერიალის, არამედ ბევრი სხვა ბრენდისა და უხილავი პროდუქტის რეკლამაა…

იდეურად კი ყველაფერი ჯენტლმენ ქურდ არსენ ლუპინს მიეწერება…

საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი — კამპანია „თვითბულინგის“ წინააღმდეგ

რითაა გამოწვეული შეგრძნება, თითქოს ოთახში მარტო არ ხართ? — კვლევა