in

შესაძლოა, მალე Netflix-მა ვიდეო თამაშების სერვისი აამოქმედოს!

კომპანია Microsoft-ს, Google-სა და Apple-ს გაუწევს კონკურენციას

veon
veon

უკვე საკმაო ხანია, ცხადი გახდა, რომ ვიდეო თამაშების ხაზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ტექნიკური კომპანიებისთვის. ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Netflix აპირებს ამ მხრივ კონკურენცია გაუწიოს Microsoft-ს, Google-სა და Apple-ს.

Netflix Gaming ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპს გადის და შესაბამისად, კომპანია აქტიურად ეძებს ახალი განყოფილების ხელმძღვანელს. კომპანიის ახალი სერვისი, შესაძლოა, Apple Arcade-ის მსგავსი იყოს, რომელიც გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ თამაშების კრებულს გთავაზობთ. თუმცა Axios-ის თანახმად, “ნეტფლიქსის” შემთხვევაში უფრო შეზღუდული კოლექცია იქნება ხელმისაწვდომი.

ალბათ, ყველა მოთამაშისთვის ძალიან სასიხარულო ამბავს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყველა წყაროს თანახმად, თამაშები რეკლამებს არ მოიცავს. ამასთან ერთად, კომპანია ჯერჯერობით საკუთარი თამაშების შექმნას არ აპირებს, მაგრამ სამომავლოდ არც ეს გამოირიცხება.

Netflix-ს არ დაუდასტურებია ახალი სერვისის 2022 წლისთვის ამოქმედება, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ არც რადიკალურად უარყვო. “ჩვენი წევრები აფასებენ ჩვენი კონტენტის მრავალფეროვნებას და ხარისხს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ შეთავაზებებს. ასე რომ, ჩვენ მოხარულები ვიქნებით მეტი ინტერაქტიული გასართობი საქმის დაწყებით” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ფილიპ მორის საქართველო“ 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას აცხადებს

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ კიდევ ერთი განსაკუთრებული, გამორჩეული ფასდაკლების კვირეული დაიწყო!