in

როგორ გაერთიანდა ორი ცნობილი ბრენდი სარეკლამო კამპანიისთვის — Netflix x KitKat

Netflix და KitKat მომხმარებლებს წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ, რომ დასვენება თავიან პროდუქტებთან ერთად გაეტარებინათ. ახლა კი ისინი საერთო კამპანიას გვთავაზობენ თავიანთი შეტყობინების გასავრცელებლად.

ამბიციური „Ultimate Break“ კამპანიას, რომელიც ინდოეთში მიმდინარეობს, ეს ორი ბრენდი გაერთიანებული ძალებით აწარმოებს. სატელევიზიო რეკლამაში, ინდოელი კინოვარსკვლავი და KitKat-ის ბრენდის ელჩი, აიუშმან ხურანა, Netflix-ის სხვადასხვა ფილმსა თუ სერიალში მოგზაურობს, მათ შორისაა Squid Game, Kota Factory და Rana Naidu.

უცნაური ფილმი, რომლის კონცეფციაც კრეატიულ სააგენტო Manja-ს ეკუთვნის, ინტეგრირებული კამპანიის ნაწილია. ორი კომპანიის თანამშრომლობა კი ბევრ სხვადასხვა მედიასა და ციფრულ პლატფორმაზეც ვრცელდება.

გონებისა და შეტყობინებების შეხვედრა

Netflix India-ს მარკეტინგული პარტნიორობის ხელმძღვანელმა, პორნიმა შარმამ, The Drum-თან საუბრისას აღნიშნა: „ფაქტია, რომ მომხმარებლები განტვირთვის მიზნით სხვადასხვა ტიპის გართობას მიმართავენ. ამან შთააგონა გუნდის შემოქმედებითი ხედვა — რა მოხდებოდა, თუ გართობის ჩემპიონს შესვენების ჩემპიონთან გავაერთიანებდით, რათა მომხმარებლებისთვის „Ultimate Break“ შეგვეთავაზებინა?“

Manja-ს თანადამფუძნებლის, არვინდ კრიშნანის თქმით, შედეგი ორივე პარტნიორისთვის მომგებიანია. Netflix და KitKat ამ პარტნიორობის ხარჯზე ძალიან დიდ აუდიტორიასა და მომხმარებლებს შეიძენენ.

Netflix აუდიტორიას ახალ, მისთვის არატრადიციულ გარემოში შეხვდება

ინდოეთში სტრიმინგის სერვისი 2016 წელს დაიწყო და ის სწრაფად მზარდ ბაზარს წარმოადგენს. თუმცა რთული, მრავალფეროვანი და კონკურენტული გარემოა, რადგან ბევრი ბრენდი ცდილობს ინდოელი მომხმარებლების გულის მოგებას.

შარმას თქმით, Netflix-ის მიზანი ამ კამპანიით იყო ის, რომ დაჰკავშირებოდა ინდოელ აუდიტორიას პლატფორმის მიღმა ბრენდირებული პაკეტების, საცალო ვაჭრობის, ციფრული არხების მეშვეობით და მომხმარებლებს შეხვედროდა მისთვის არატრადიციულ ადგილებში.

Netflix ცდილობს დიდი ყურადღება მიაქციოს ინდოეთის ბაზარს. ორი წლის წინ ის Boat Accessories-თანაც თანამშრომლობდა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში.

Skittles არასასურველ საუბრებს თავიდან აგარიდებთ, ოღონდ MFFLP the Rainbow

,,ბიოგრაფი ლივინგი” დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს