როგორც იქნა – Stranger Things-ის მეხუთე და ფინალური სეზონის წინ, რომლის პრემიერაც ნოემბერშია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით, Netflix-მა ამერიკულ საცალო ვაჭრობის ქსელ Target-თან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 5 ოქტომბრიდან Stranger Things-ის 150-ზე მეტი თემატიკის პროდუქტი გამოჩნდება მაღაზიებსა და ონლაინ სივრცეში.
სფეროს ექსპერტები ამ კოლაბორაციას ბრენდინგისა და იმერსიული მარკეტინგის შთამბეჭდავ ნიმუშად ასახელებენ. ამასთან, კოლაბორაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქციით – Target-ის მაღაზიები ჰოკინსის მისტიკური სამყაროს გამოცდილების ცენტრებად გადაიქცევა. განსაკუთრებით საინტერესოა 12 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ღონისძიება, როდესაც კომპანიები წარმოადგენენ 1987 წლის Target-ის მაღაზიის რეკონსტრუქციას ჰოკინსის სტილის გარემოში.
Target-ის განცხადებით, ფინალური სეზონი უბრალოდ სერიალის დასასრული კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, რომლის აღნიშვნაც ფანებს Target-ის სივრცეში შეეძლებათ. ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Funko, Mattel, Gatorade და Squishmallows. მყიდველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ისეთი უნიკალური ნივთები, როგორიცაა დემოგორგონის პოპკორნის ვედრო და Walkie Talkie-ის სტილის ტელეფონის ქეისები.
Target-ის მარკეტინგული გუნდი ამბიციურ გეგმას ახორციელებს – მაღაზიები მოეწყობა როგორც პორტალები სერიალის სამყაროში, ხოლო გამოფენები და შეთავაზებები განვითარდება სეზონის პროგრესთან ერთად, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების ჩართულობის მუდმივ განახლებას.
Netflix-ის შეფასებით, საერთო მიზანია გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი შოპინგ გამოცდილების შექმნა, რომელიც სავსე იქნება ავთენტური პროდუქტებითა და მოულოდნელობებით, რომლებიც მათ ჰოკინსსა და „უკუღმა სამყაროში“ გადაიყვანს.
ასე იყენებს Netflix ნოსტალგიას მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტის სახით. სტრიმინგ გიგანტი ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს 80-იანი წლების ესთეტიკის გამოყენებაზე სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობისას. ასე შეუძლიათ ბრენდებს კონტენტის, მერჩენდაიზინგისა და იმერსიული გამოცდილების გაერთიანებით, შექმნან მრავალგანზომილებიანი მარკეტინგული კამპანია, რომელიც სცდება ტრადიციულ საზღვრებს და ემოციურ კავშირს ქმნის მომხმარებელთან.
წყარო: Adweek











