in

Netflix და TED Talks თამაშს უშვებენ

დღეს Netflix და TED Talks-ის თანამშრომლობაზე უნდა მოგიყვეთ, ანუ TED Tumblewords-ზე, თამაშზე, რომელიც დაგაფიქრებთ და უფრო ჭკვიანსაც გაგხდით. აქ ასობგერები ისე უნდა გადაალაგოთ, რომ სიტყვები მიიღოთ, კარგი კავშირებისთვის კი დამატებით ქულებს მიიღებთ. თამაშს მარტოც შეძლებთ და მეგობართან ერთადაც.

თუმცა იმისთვის არაა შექმნილი, რომ საათობით ჩაგითრიოთ, იდეალურია დროის გასაყვანად, როცა ავტობუსს ელოდებით ან საქმეებისგან ცოტა ხნით მოწყვეტა გჭირდებათ. ამგვარად, თითოეული თავსატეხის ამოხსნას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ყოველდღიურად კი სამ ამგვარ გამოწვევასთან გიწევთ გამკლავება. ხოლო, თამაშის ტონის ჩამოსაყალიბებლად პერიოდულად TED Talks-ის პოპულარულ ფრაზებსაც ამოიკითხავთ.

ბადეში რაც უფრო გრძელ სიტყვას შეადგენთ, მით უფრო მეტ ქულას მოიპოვებთ. თუმცა აქ საქმე მხოლოდ ლექსიკონზე კი არა, სტრატეგიაზეცაა — ფრთხილად უნდა შეარჩიოთ სიტყვები, რათა ასე თქვენს მეგობარს აჯობოთ. რაც შეეხება უშუალოდ მეგობრებთან ერთად თამაშს, TED Tumblewords რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, მოთამაშეებს შეუძლიათ კონკრეტულ მეგობარს ეთამაშონ ან ოპონენტი შემთხვევითობის პრინციპით აირჩიონ.

Netflix X TED Talks-ის თამაშში ბარათებსაც ნახავთ, რომლებზეც TED-ით შთაგონებული საინტერესო ფაქტებია ფსიქოლოგიაზე, დიზაინსა და მეცნიერებაზე. ეს კი მოთამაშეებს რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობას აძლევს. 

TED Tumblewords-ის ჩაშვება 19 ნოემბერს იგეგმება. ნეტფლიქსის გამომწერებისთვის უფასო იქნება, თუმცა მეტი დეტალი ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი.

LEGO ნიშნობის ბეჭედს უშვებს?!

რა არის TikTok Shop და რატომ აფასებენ მას დადებითად მარკეტერები