ათი წლის წინ Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიდ ჰასტინგსმა საჯაროდ პირველად გამოაქვეყნა თავისი კომპანიის „კულტურის მახასიათებლები“. 120-ზე მეტ სლაიდზე წარმოდგენილი იყო კომპანიის მენეჯმენტი და კულტურული ფილოსოფია, რათა მომავალ თანამშრომლებს წარმოდგენა ჰქონოდათ, რა მოლოდინები შეიძლება გასჩენოდათ ბიზნეს მოდელისადმი, რომელიც გულისხმობს იმეილით DVD-ის შეკვეთას.
პრეზენტაციის სახით დამსწრეებს შესთავაზა მზარდი ტექნიკური ოპერაციის კულტურა, რომლის ღირებულებაც დღეს 125 მილიარდ დოლარზე მეტია და მასში მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 7 100 ადამიანია დასაქმებული.
Netflix – ის მენეჯმენტის ფილოსოფიის ზოგიერთმა ასპექტმა (მაგ. ოფიციალური შვებულების პოლიტიკის არარსებობა და „ბრწყინვალე სისულელეების“ უარყოფა) მყისიერი დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა, ამასთანავე, დოკუმენტმა ბევრი სხვა დამსაქმებელიც „შთააგონა“. Facebook-ის მთავარმა აღმსრულებელმა შერილ სანდბერგმა ერთხელ ისიც თქვა, რომ „კულტურული მახასიათებლები“ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად იქცეს, რომელმაც გაარღვია ჭაობი.