30
Nov
2018

რას ფიქრობენ თქვენზე მომხმარებლები? – neticle

30 Nov 2018

რას ფიქრობენ მომხმარებლები ჩემს კომპანიაზე? პროდუქტზე? ინდუსტრიაზე? – ეს კითხვები სულ უფრო ბევრ კომპანიას უჩნდება. ციფრული ინდუსტრიის ზრდამ მათი ყურადღება ინტერნეტის რეპუტაციისკენ მიაპყრო. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თავისი ონლაინ რეპუტაციით ინტერესდებიან, დიდ კომპანიებს თავიანთი ბრენდის შესახებ სრული ონლაინ სურათი და კონკურენტების აქტივობები, ან, სულაც, ბაზრის შესახებ ინფორმაცია სურთ, რომ ჰქონდეთ. გასაანალიზებელი ინფორმაციის სიჭარბემ ავტომატიზებული სისტემის შექმნა მოითხოვა, რამაც ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა განაპირობა. კომპანია neticle, კონკრეტულ საკითხზე, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ამუშავებს. კომპანიის მომსახურების მიზანია, აღმოაჩინოს აქტუალური საკითხები, გააანალიზოს საზოგადოების დამოკიდებულება, მზაობა კონკრეტული პროდუქტების მიმართ და ა.შ. კომპანიის წარმომადგენლები ანა ცინცაძემ უნგრეთში ვიზიტისას გაიცნო. კვლევის ჩატარების შემდეგ, კომპანიამ ქართულ ბაზარზეც გადაწყვიტა ოპერირება. დეტალებზე neticle-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ანა ცინცაძეს, ვესაუბრეთ.

M: გვიამბეთ მეტი neticle-ის შესახებ…

“ნეთიქლი” არის ონლაინ მედია მონიტორინგის და ბიზნეს ინტელექტ სერვისის მომწოდებელი კომპანია, რომელიც ეხმარება თავის კლიენტებს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში. “ნეთიქლი” ქართული ვებსივრცის მონიტორინგს (ახალი ამბების სააგენტოების, პორტალების, ბლოგების, ფორუმების და სოც.მედიის ჩათვლით) რეალურ დროში ახერხებს, პოულობს რელევანტურ კონტენტს 20-30 წუთის ვადაში და მუდმივ, ავტომატურ რეჟიმში, აახლებს ამ ინფორმაციას. “ნეთიქლი” ენობრივი ალგორითმის მეშვეობით, ადამიანური სიზუსტით აკეთებს დამოკიდებულებების შეფასებას და მოპოვებული მონაცემების ანალიზს. “ნეთიქლის” დახმარებით, ჩვენ გიჩვენებთ, რას ფიქრობს ინტერნეტ ქსელი თქვენი ბრენდის, კომპანიის, პროდუქტის და ბაზრის შესახებ.

neticle უნგრული სტარტაპია, ის ქართულის გარდა, ფლობს ბულგარულ, გერმანულ, უნგრულ, რუმინულ, რუსულ და უკრაინულ ენებს. რა თქმა უნდა, ასეთი ჭკვიანი გადაწყვეტილება მოწინავეა თითოეულ ბაზარზე. საქართველოში 1,5 წელია, რაც მუშაობა დავიწყეთ და ეს დრო, ძირითადად, ენის სწავლას დავუთმეთ. კლიენტთა მომსახურებაზე კი ახლა გადავდივართ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ვებსივრცეში ჩვენ ვპოულობთ ყველაზე მეტ რელევანტურ „მოხსენიებებს“ საკვანძო სიტყვების მიხედვით, რეალურ დროში ავტომატურად ვაანალიზებთ. ასევე, ვმუშაობთ მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებზე და მომხმარებელზე ორიენტირებულ გრაფიკებსა და ცხრილებზე.

M: რა იწვევს დღევანდელი მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილებას?

ამის გარკვევაში neticle გვეხმარება, რადგან რეპუტაციის მენეჯმენტი მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია: საკუთარი WOI-სთვის (Web Opinion Index – ვებმოსაზრების ინდექსი) მუდმივად თვალყურის დევნება და მისი კონკურენტების WOI-სთან შედარება.

თუ კონკურენტის WOI თქვენსაზე შესამჩნევად მეტია, მაშინ კარგი იქნება, თუ შეამოწმებთ, რატომ მოიხსენიებენ მას მომხმარებლები უფრო დადებითად (ან ნაკლებად უარყოფითად). ასევე ნახავთ, როგორ შეიძლება იგივე შედეგის მიღწევა. ვებმოსაზრების ინდექსის მკვეთრი უარყოფითი ვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გამომწვევი მიზეზის გარკვევა, მაგალითად, პროდუქტის ან სერვისის დეფექტის აღმოჩენა.

უკუკავშირის ანალიზი, ასევე, გვეხამრება მომხმარებლის კმაყოფილებასა თუ უკმაყოფილებაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოჩენაში, რაც თავის მხრივ, კლიენტთა ლოიალობის ზრდას უწყობს ხელს. “ნეთიქლი” დაგეხმარებათ პროდუქტის მენეჯმენტის ახალი გზების პოვნაში, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში, ყველაზე მოთხოვნადი ბლოგების, საინფორმაციო პორტალების, ფორუმების და აზრის ლიდერების-ინფლუენსერების გამოვლენა თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ნეგატიური ფრაზები ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის შესახებ და მის საფუძველზე, სერვისის გაუმჯობესება დაიწყოთ. კონკურენტის გარშემო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული დადებითი ფრაზები მიგვანიშნებს რას აფასებს მომხმარებელი. თუ დაფიქსირდება მნიშვნელოვანი დადებითი ფრაზები, რომლებიც არ ჩნდება თქვენი სერვისის გარშემო, მაშინ კარგი იქნება, თუ გააუმჯობესებთ კომუნიკაციას ამ მიმართულებით ან ფოკუსირდებით სერვისის გაუმჯობესებაზე, რადგან ამ საკითხში კონკურენტს ჩამორჩებით.

M: კონკრეტულად, რა სერვისს მოიცავს neticle?

ბრაუზერზე დაყრდნობილი პროგრამა აგროვებს და განწყობის მიხედვით აანალიზებს ონლაინ მედია კონტენტს, თქვენი ბრენდის ან პროდუქტის შესახებ, თითქმის რეალურ დროში, მთელს ქართულ ქსელში. გარკვეული პირობების დადგომისას (მაგ. ძალიან ბევრი ნეგატიური ამბავი, საშუალოზე მეტი რაოდენობის მოხსენიება, ნეგატიური შემცველობა ბლოგებზე ან ვებგვერდებზე), სისტემა აგზავნის დაუყოვნებლივ შეტყობინებას, რათა სიტუაცია მაქსიმალურად სწრაფად იქნას აყვანილი კონტროლზე. neticle-ის სიღრმისეული ანალიზი დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის მედია გაშუქების სრული სურათის მიღებაში და სეზონური ტენდენციების გაგებაში.

M: რაში ეხმარება neticle როგორც ბიზნესებს, ისე სამომხმარებლო სეგმენტს?

neticle-ის სენტიმენტის (განწყობების) და სემანტიკური ანალიზის ტექნოლოგია მუშაობს ადამიანური სიზუსტით. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მივიღოთ საჭირო მონაცემები ტექსტებიდან და ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ვეხმარებით ბიზნესს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

M: როგორია neticle-ის მუშაობის პრინციპი?

ჩვენი მუშაობა 3 ძირითად ღირებულებას ეყრდნობა. გამჭვირვალობა – პირველივე წუთიდან ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ გამჭვირვალე სისტემა, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ჩვენი კლიენეტებისთვის. ამიტომ neticle-ის გუნდის წევრები კარგად იცნობენ ყველა შესაბამის ბიზნეს ინფორმაციას, როგორიცაა შემოსავლები, გეგმები თუ სახელფასო სისტემები. თანასწორობა – neticle უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა თანამშრომლისთვის. აფასებს მათ კომპეტენციებისა და საქმისადმი ერთგულების მიხედვით და არ განასხვავებს ადამიანებს, სქესის, ასაკის, ეროვნების ან სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩვენი აბსოლუტურად გამჭვირვალე სახელფასო სისტემა არის ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოქნილობა არის ასევე ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება. ეს ნიშნავს, რომ გუნდის წევრებს შეუძლიათ მუშაობდნენ მოქნილი სამუშაო გრაფიკით, სახლში ან ოფისში ან თავად გადაანაწილონ დრო. ჩვენ გვჯერა, რომ მოქნილობა ხელს უწყობს ჩართულობისა და შემოქმედებითობის ზრდას.

M: სამუშაოს რა ნაწილს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და რა ნაწილს – ანალიტიკოსი?

ხელოვნური ინტელექტი ამცირებს ადამიანის ჩარევის აუცილებლობას მონაცემთა შეგროვების, კლასიფიცირებისა და ანალიზის ეტაპზე. ანალიტიკოსს კი შეუძლია მთელი თავისი დრო და ენერგია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირებას დაუთმოს და ჩვენ მზად ვართ, კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ჩვენი გუნდით ჩავერთოთ ამ ეტაპზეც. არსებული ჰიპოთეზების გადამოწმება და რელევანტური ინფორმაციის სხვა წყაროებით გამდიდრება კი, კლიენტი კომპანიის პრეროგატივად რჩება.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლის დროის დაზოგვაზეც, შესაბამისად, ვუგზავნით ავტომატურ ანგარიშებს და შეტყობინებებს საგანგაშო მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში.

განხილვა