in ,

რატომ უნდა დააპრიორიტეტოთ „ნეთვორქინგი” 2025 წელს

დღევანდელ კონკურენტულ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ბევრი საუკეთესო შესაძლებლობა ურთიერთობებიდან მოდის და მხოლოდ თანამშრომლის პროფესიული უნარები საკმარისი აღარ არის. მაშ რა არის საჭირო? როგორც დიდი კომპანიების წარმომადგენლები გვასწავლიან, აუცილებელია ქსელის, ე.წ. „ნეთვორქინგის” შექმნა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო და უფრო გვიტევს.

სტატიაში გაეცნობით, როგორ გადადგათ ნაბიჯები ამ ქსელის შესაქმნელად, რომელიც თქვენს გუნდს უფრო ჯანსაღსა და პროდუქტიულს გახდის.

დავიწყოთ თავიდან…

ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სავიზიტო ბარათების გაცვლა და სოციალურ ქსელებში კონტაქტების დამატება. ეს არის ნამდვილი ურთიერთობები, რომელსაც შეუძლია, ახალი შესაძლებლობებისთვის გაგვიხსნას კარი. ბევრი კარიერული წინსვლა და საქმიანი გარიგება სწორედ ამ დროს მოდის. 

ამისთვის საჭიროა, ხშირად იაროთ გამოცხადებულ ღონისძიებებზე, თქვენს სფეროსთან ახლოს მდგომ საჯარო ლექციებსა თუ მასტერკლასებზე, შეხვედრებზე, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, გაცვალოთ კონტაქტები, ადგილზე გაესაუბროთ ინდუსტრიის ლიდერებსა და წარმომადგენლებს, წარადგინოთ თქვენი თავი და სერვისი, რომელსაც ქმნით.

ეფექტურად გამოიყენეთ ონლაინპლატფორმები

დღევანდელი ციფრული სამყარო ქსელის გაფართოებისა და ურთიერთობების დამყარების საშუალებას ონლაინ გვაძლევს. პროფესიული თვალსაზრისით, LinkedIn ყველაზე გამორჩეული პლატფორმაა, თუმცა ნებისმიერ სხვა არხზეც შეგიძლიათ, თანამოაზრეები იპოვოთ. 

ურთიერთობების ეს ფორმატი ადამიანებთან დაკავშირების შესაძლებლობას გვაძლევს გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამაჯერებელი პროფილი დაგჭირდებათ. დარწმუნდით, რომ თქვენი LinkedIn პროფილი განახლებულია, ხაზს უსვამს თქვენს მიღწევებს და აჩვენებს თქვენს გამოცდილებას. აგრეთვე, გააზიარეთ შესაბამისი კონტენტი, მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიებში და ჩაერთეთ სხვების პოსტებშიც. ეს აჩვენებს თქვენს ცოდნასაც და ხალხი თქვენს დაფიქსირებას მოახერხებს.

მუდმივად იზრუნეთ ორგანიზაციის შიდა ურთიერთობებზე

ქსელი არ იქმნება მხოლოდ გარე სამუშაოს ან კლიენტის ძიებისთვის. მნიშვნელოვანია შიდა ურთიერთობებიც, იმ ორგანიზაციაში, რომელშიც უკვე ვმუშაობთ. სხვადასხვა დეპარტამენტის კოლეგებთან კომუნიკაცია ზრდის თქვენს ხილვადობას და გეხმარებათ კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის ფართო სურათზე დანახვაში. გარდა ამისა, სხვა გუნდებთან ურთიერთობით, შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი პროექტები, რომლებშიც საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდით და რომლებიც უფრო შეეფერება თქვენს კარიერულ მისწრაფებებს.

რეკომენდაციები

შეიძლება იფიქროთ, რა კავშირშია რეკომენდაციების გაცემა თქვენს კარიერულ წარმატებასთან, მაგრამ აგიხსნით. ეს არაპირდაპირი, თუმცა შესანიშნავი გზაა თქვენი პროფესიული ქსელის შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად. 

პირველ რიგში, თქვენ ეხმარებით თქვენს ქსელში მყოფ სხვა ადამიანებს პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებაში. ამავდროულად, თქვენ გამოხატავთ აქტიურ ჩართულობას იმ სფეროს განვითარებაში, რომელშიც საქმიანობთ, რაც გამოიწვევს თქვენს შემჩნევას მრავალი ადამიანის მხრიდან და წაახალისებს სხვასაც, რათა მანაც გაგიწიოთ რეკომენდაცია, სადაც ამის საჭიროება იქნება.

გააკეთეთ ჩანაწერები

ნებისმიერ ღონისძიებასა თუ ონლაინ ინფორმაციის შეხვედრისას მოინიშნეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის საინტერესონი არიან. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვის მიმართოთ გარემოებიდან გამომდინარე, გექნებათ ერთგვარი საკონტაქტო ბაზა, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებთ.

საბოლოოდ გეტყვით, რომ ნეთვორქინგი კარიერული წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის. გამოიყენეთ თქვენი ინტერპერსონალური უნარები ადამიანებთან გააზრებული ურთიერთობების შესაქმნელად და ეს დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ ძალისხმევაზე.

Massimo Dutti – კარდაკარ გაყიდვიდან მსოფლიო ბრენდამდე

NASA და Microsoft ერთიანდებიან — მალე AI Earth Copilot დედამიწის მონაცემებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის