in

2-3 ოქტომბერს წინანდლის მამულში ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით Networking Georgia 2025 გაიმართა

Networking Georgia 2025- წლის ყველაზე მასშტაბური ბიზნესღონისძიება 2-3 ოქტომბერს წინანდლის მამულში წარმატებით ჩატარდა. სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ორდღიანი პროგრამა აერთიანებდა 6 სპიკერის გამოსვლას, 6 ვორქშოფს Art of Networking-ის თემის გარშემო, ღვინის კუთხეს, სკუტერებით შეჯიბრს, Smash Your Bag ჩელენჯს, კონიაკის დეგუსტაციას, აუდიო-ვიზუალურ შოუს და ა.შ.

ყველა სპიკერის გამოსვლა, ვორქშოფი თუ აქტივობა ისეთ აქტუალურ თემებს აერთიანდება, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ლიდერობა, ბრე(ი)ნდინგი, ნდობა და კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობები და სხვა.

გარდა ამისა, ორივე დღის განმავლობში მიმდინარეობდა განსაკუთრებული და  მფრავალფეროვანი თიმბილდინგ აქტივობები, რომლის წარმდგენიც Networking Georgia 2025 -ის გენერალური სპონსორი Elt Group იყო.

Networking Georgia 2025-ის ფარგლებში ასევე ჩაიწერა Benefit Talks x Ad Talk პოდკასტი, სადაც სტუმრები ნეთვორქინგის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ – როგორც კორპორაციული განვითარების, ისე პირადი კარიერული გზის კონტექსტში.

ღონისძიების პირველი დღე გალა ვახშამითა და ცოცხალი მუსიკით დასრულდა, მეორე დღის პროგრამა კი მოიცავდა დილის იოგას, ველნესს, ვორქშოფებსა და დაჯილდოებას. აქტივობებში მონაწილეებს გადაეცათ სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრები, მათ შორის, მთავარი პრიზი- Geo Sky-ის ვერტმფრენით გასეირნება კახეთის გარშემო.

წელს Networking Georgia კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდა. მხარდამჭერ კომპანიებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრის ლიდერი კომპანიები: Elt Group, Mastercard, Studio Liberty, New Group, Bene Exclusive, Wissol, Kärcher, Flowmaster, Bank of Georgia, Bene Group, Fitpass, Leo Institute, Teamboat, Keepz, Aldagi, Nexia, Kairos Logistics, Quissly, Gephra, Georgian Farmers’ Association, Acer, Imedi L, Geosky, Hotsale, Borjomi, Hr Hub, Signify, Bene Comfort, Jujuna, Shaverde, Rtvelisi, Sarajishvili, Entrepreneur, Visual Fragments, Project 22, Benefit Magazine, Favorite, Kikala Studio, Ambavi Creators, Funwell.ai, Business Partner, HR.ge.

[პარტნიორის კონტენტი]

მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია თბილისის კომუნიკაციის სკოლაში და დაეუფლე ახალ პროფესიას

გასტროგიდი – განახლებული კულინარიული პლატფორმა „ბორჯომისგან“