ამ საკითხზე საუბარი კარიერის ექსპერტი კიმბერლი ბრაუნის სიტყვებით უნდა დავიწყოთ — „კავშირების დამყარება გამიზნული პროცესია პროფესიონალური ურთიერთობების დასამყარებლად და გასავითარებლად, რაც ორმხრივ ღირებულებას გვთავაზობს. კარიერაც სრულად ურთიერთობებს ეფუძნება — ადამიანები ასაქმებენ, აწინაურებენ და რეკომენდაციას უწევენ იმ პირებს, რომელთაც იცნობენ და ენდობიან“.
ამგვარად, იმის ცოდნა, თუ როგორ შეძლოთ კავშირების დამყარება პროფესიონალურ დონეზე, ცხოვრებისეული და კარიერული წინსვლის გარანტი ხდება. ჩვენ კი ქვემოთ სწორედ ამაზე გესაუბრებით და გაგიზიარებთ რჩევებს ეფექტური კომუნიკაციისთვის:
იყავით ის, ვინც რეალურად ხართ — არ აქვს მნიშვნელობა, ახალ სამეგობრო წრეს უერთდებით თუ პოტენციური მომხმარებლის პოვნას ცდილობთ, ნება მიეცით, თქვენი ავთენტური ვერსია გაიცნონ.
დაამყარეთ პერსონალური კავშირები — დაიმახსოვრეთ ადამიანების სახელები, პერსონალური დეტალები მათ შესახებ და საკითხები, რომლებიც ანაღვლებთ. თქვენს ფაილებში უბრალო კონტაქტად ყოფნა არავის სურს…
აჩვენეთ გულწრფელი ინტერესი თითოეულ ადამიანს, რომელსაც შეხვდებით — დაუსვით კითხვები, რომლებიც მათ გულწრფელ ინტერესს აჩვენებს მანამ, სანამ საკუთარ თავზე დაიწყებთ საუბარს.
მოემზადეთ — თუ კონფერენციაზე მიდიხართ, ინფორმაცია მოიძიეთ სპიკერებისა და სხვა დამსწრე საზოგადოების შესახებ. ასე თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ და ინტერაქციასაც უკეთ მოახერხებთ.
დაამყარეთ ხარისხიანი ინტერაქციები თქვენს მიზანთან — ბიზნესბარათებისა თუ ლინკდინის კავშირების დაგროვების ნაცვლად, დრო უფრო ცოტა, მაგრამ სიღრმისეულ ურთიერთობებს დაუთმეთ. უბრალო 50 ნაცნობს, ერთი ძლიერი ურთიერთობა სჯობს.
გაუმკლავდით შფოთვას — მუცელში პეპლები ნორმალურია, როცა პირველად მიდიხართ წიგნის კლუბთან ან უფროსთან შესახვედრად. წინასწარ მომზადებით კი შფოთვას მნიშვნელოვნად შეამცირებთ, დაფიქრდით, რა თემებზე დაიწყებთ საუბარს და რეალური მიზნები განსაზღვრეთ…
ნეთვორქინგისთვის ონლაინ პლატფორმებითაც შეგიძლიათ, ისარგებლოთ. თუმცა ავთენტური კავშირების დამყარება აქაც მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას:
- როდესაც ადამიანები ესტუმრებიან თქვენს პროფილს, ნება მიეცით, გაიგონ თქვენ შესახებ — თქვენი ონლაინ ფორუმით ადამიანებმა უნდა გაიგონ, ვინ ხართ, რა მისია თუ მიზნები გაქვთ.
- იაქტიურეთ თანმიმდევრულად და არა, გამუდმებით — დააკომენტარეთ, გააზიარეთ და მისწერეთ, როცა ამის საჭიროებას ჩათვლით, თუმცა თავი აარიდეთ უაზრო სქროლვასა და რეაქციების გამოხატვას. თქვენი დრო და ენერგია აქტივია.
- დააწესეთ საზღვრები — მარტივია ღირებული დროის უბრალოდ სქროლვაში გაფლანგვა… ამიტომაც, როცა საჭირო გახდება, ეკრანებისგან შეისვენეთ.
გახსოვდეთ, „ნეთვორქინგი უბრალოდ იმას არ ეხება, თუ ვის შეხდებით, აქ საქმე იმაშია, თუ როგორ წარმოაჩენთ თავს. როცა განზრახვით მოქმედებთ, ღირებულებების ერთგული რჩებით და ღია ხართ განვითარებისთვის, გამოწვევები უკან რჩება და თქვენი კავშირები სტრესის კი არა, სიძლიერის წყარო ხდება“.