in ,

Neuralink-ის ჩიპის მქონე პაციენტი ჭადრაკს „ტელეპათიურად“ თამაშობს

ილონ მასკის Neuralink-მა დამაჯერებელი მტკიცებულება გამოაქვეყნა იმისა, თუ როგორ წარმატებით მუშაობს მისი ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ტექნოლოგია. კომპანიამ ერთ-ერთი პაციენტის პირდაპირი ტრანსლაცია გაავრცელა ინტერნეტში — აქ ვხედავთ, რომ ნოლანდ არბო ლეპტოპში ჭადრაკს თამაშობს, თუმცა ამისთვის ხელებს არ იყენებს… სანაცვლოდ, კურსორს მხოლოდ გონების ძალით ამოძრავებს, რაც სწორედ უსადენო ჩიპის დამსახურებაა.

M2
M2

29 წლის არბო რვა წლის წინ პარაპლეგია, ანუ კიდურების დამბლა, დაივინგის დროს მიღებული დაზიანების გამო განუვითარდა. მიმდინარე წლის იანვარში კი ტვინში მეოთხედი ზომის ჩიპი ჩაუნერგეს — შედეგად, კომპიუტერთან ურთიერთქმედება მისთვის სრულიად მოულოდნელი გზით დაიწყო. თავად ამ გამოცდილებას ვარსკვლავური ომების ძალას ადარებს… „ძალიან გამიმართლა, რომ ამის ნაწილი ვარ. ყოველდღიურად ახალ რაღაცებს ვსწავლობ და ვერც კი აღვწერ, რამდენად არაჩვეულებრივია ეს ყველაფერი“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში Neuralink-მა სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ცდების ჩატარების უფლება მიიღო. მოცემულ ეტაპზე ტესტირების რეჟიმში, არბოს გარდა, კიდევ 5 ადამიანია ჩართული. ტექნოლოგია კი კვლავ მუდმივი განვითარების გზას გადის…

#პორტფოლიო – ნამუშევრები სააგენტო Palindroma-ს შემოქმედებიდან

ბებია, როგორც ინფლუენსერი — Samsung-ის რეკლამა