in

ილონ მასკის თქმით, Neuralink ალცჰაიმერთან, შიზოფრენიასთან, თუ აუტიზმთან გამკლავებას შეძლებს

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მისი კომპანიის Neuralink ექსპერიმენტული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი შეძლებს ნეიროგანვითარებასთან დაკავშირებული დაავადებებისა, თუ ფსიქიკური აშლილობების „განკურნვას“. მაგალითად მან შიზოფრენია და აუტიზმის სპექტრის აშლილობა მოიყვანა.

Neuralink ილონ მასკის ექსპერიმენტული კომპანიაა, რომელიც ადამიანის ტვინის კომპიუტერისთვის დაკავშირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ცდილობს შექმნას კაცობრიობის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ადამიანი სხვადასხვა მოწყობილობის მართვას შეხების გარეშე, ფიქრით შეძლებს. ამ მიმართულებით, Neuralink-ის გარდა სხვა კომპანიებიც მუშაობენ, მაგალითად, Facebook.

მსგავსი მოწყობილობების მუშაობის პრინციპი კი შემდეგია – ოპერაციული ჩარევის გზით, თუ ამ პროცედურისთვის გვერდის ავლით, ადამიანის ტვინში, ან თავის ქალაზე უნდა განთავსდეს ერთგვარი მოწყობილობა, რომელიც ტვინის ელექტროაქტივობის ჩაწერასა და ინტერპრეტირებას შეძლებს. ტვინის აქტივობის კოდირება-დეკოდირების მიღმა, დროთა განმავლობაში კი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შესაძლებელი იქნება ამ „ტვინის დამხმარე“ მოწყობილობის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისაა ეს საკითხი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის, პარალიზებული პაციენტებისთვის. თუმცა, როგორც ილონ მასკის საუბრებიდან ვიგებთ, ეს მსგავსი მოწყობილობისგან მისაღები ერთადერთი სარგებელი არ არის. სავარაუდოდ, მოწყობილობა გამოსცემს იმპულსებს და შესაძლოა იქცეს სხვადასხვა, ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დაავადების შესწავლისა და მათთან ბრძოლის ინსტრუმენტად. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს ვარაუდი. არც ის ვიცით, ეყრდნობა, თუ არა კონკრეტულ კვლევებს ილონ მასკი, როცა Neuralink-ის შესაძლო, მასტიმულირებელ, თუ თერაპიულ ეფექტებზე საუბრობს.

მასკი აქამდეც საუბრობდა Neuralink-ის შესაძლო თერაპიულ ეფექტებზე, მაგალითად, ალცჰაიმერის შემთხვევაში. „ვფიქრობ, Neuralink, პირველ რიგში, ტვინთან დაკავშირებულ უამრავ დაავადებასთან შეძლებს ბრძოლას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად, აუტიზმი, შიზოფრენია, მეხსიერების დაკარგვა“, – თქვა მან რამდენიმე დღის წინ, ხელოვნური ინტელექტის თემაზე ჩაწერილ პოდკასტში, რომლის წამყვანიც ლექს ფრიდმანი იყო.

Google საბანკო ანგარიშების მართვის სერვისს ქმნის

ექიმი შენთან – REDMED – პირველი ქართული სამედიცინო ეკოსისტემა