in

Neuralink-ის პირველი პაციენტი ტვინის ჩიპს ენების შესასწავლად იყენებს

ზუსტად 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Neuralink-მა პარალიზებულ ადამიანს ტვინში ჩიპი წარმატებით გადაუნერგა, ახლა კი ვიგებთ, რომ ნოლად არბაუგი მას ენების შესასწავლად იყენებს… 

დიახ, არბაუგი Neuralink-ის პირველი პაციენტია, რომელმაც სულ ახლახან გაგვიზიარა ტექნოლოგიასთან ურთიერთობის გამოცდილება. იმპლანტს ევა დაარქვა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებსაც ამ 7 თვის მანძილზე მიაღწია. თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, შეგახსენებთ, რომ არბაუგის ცხოვრება დრამატულად 2016 წელს შეიცვალა, როცა საზაფხულო ბანაკში მომხდარი ინციდენტის გამო იგი პარალიზებული დარჩა და მხრებს ქვემოთ ყოველგვარი შეგრძნება დაკარგა…

Neuralink კი, თავის მხრივ, ტვინის იმპლანტების მწარმოებელი კომპანიაა, ილონ მასკს ეკუთვნის და გასულ წელს მიიღო ნებართვა, დაეწყო ცდების ჩატარება ადამიანებზე. მოწყობილობა მონეტის ზომისაა და ქირურგიულად თავსდება ადამიანის ტვინში. მარტივად რომ გითხრათ, იმისთვისაა, რომ პარალიზებულ ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრება შეაძლებინოს. 

ახლა კი არბაუგის ამბავს დავუბრუნდეთ, იმპლანტის ტვინში გადანერგვიდან ყოველ დღე იგი 4 საათს უთმობს Neuralink-ის თანამშრომლებთან ერთად მუშაობას — მარცხენა, მარჯვენა და შუა დაკლიკებით სხეულის სხვადასხვა ნაწილისა და მოძრაობის გამოყენებაზე ვმუშაობ, ბევრს ვაკეთებ იმისათვის, რომ ხელით ვწერო….

Neuralink-თან მუშაობის გარდა, არბაუ თავის იმპლანტს პერსონალური ზრდისა და განვითარებისთვის იყენებს. დღეში დაახლოებით 3 საათს ფრანგულისა და იაპონური ენების შესწავლას უთმობს სხვადასხვა რესურსიდან.

მათემატიკის ხელახლა შესწავლა გადავწყვიტე, რათა ერთ დღესაც სკოლაში დავბრუნდე, — ამბობს არბაუგი. 

ამასთან, დამხმარეებთან ერთად კითხვის გარდა, შემოქმედებითი წერის გატაცებამაც გაიღვიძა მასში იმ იმედით, რომ მომავალში ნამუშევრებს გამოაქვეყნებს. როგორც ამბობს, მისი ცხოვრება მოკლე დროში იმდენად გაუმჯობესდა, რომ ამის სიტყვებში ჩატევა ძალიან რთულია. 

დაბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არბაუგის ოპერაციის შემდგომ, Neuralink-მა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ტვინის ჩიპი უკვე მეორე პაციენტს გადაუნერგა წარმატებით. ილონ მასკიც ოპტიმისტურადაა განწყობილი და გვეუბნება, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მომავალ რამდენიმე წელში Neuralink-ის ჩიპების მქონე ასობით ადამიანი იქნება, შესაძლოა, ათი-ათასობითაც კი 5 წელიწადში.

Liquid Death-მა სასმელებისთვის კუბოს ფორმის მაცივარი გამოუშვა

ნინო ბერიძის კლინიკის ახალი ფილიალი გაიხსნა!