in

ვირუსულ ტრენდებზე მნიშვნელოვანი მეცნიერებაა – Neutrogena-ს კამპანია

კოსმეტიკურმა ბრენდმა Neutrogena-მ ახალი კამპანია წარადგინა “Break the Rules“ („დაარღვიე წესები“), რომლის მთავარი გზავნილიცაა, რომ მომხმარებლებმა კანის მოვლის შესახებ ინტერნეტში გავრცელებულ მითებს კი არა, დერმატოლოგების მიერ დადასტურებულ სამეცნიერო რეკომენდაციებს უნდა დაუჯერონ.

ეს მიდგომა გარკვეულწილად ჰგავს CeraVe-ს სტრატეგიას, რომელმაც ექიმების მონაწილეობით შექმნილი საგანმანათლებლო კონტენტისა და კულტურულად აქტუალური კამპანიების დახმარებით 2-მილიარდიან ბრენდად ჩამოყალიბება შეძლო. 1930 წელს დაარსებულ Neutrogena-ს კი ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„ნუ დაბერდები წესების მიხედვით“

30-წამიან სარეკლამო ვიდეოში სხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის მოდელები ჩნდებიან, ხოლო ფონად ისმის კანის მოვლასთან დაკავშირებული გავრცელებული მითები, მაგალითად:

  • „ძალიან ნუ გაიღიმებ“;
  • „გვერდზე ნუ დაიძინებ“.

ამის შემდეგ ერთ-ერთი მონაწილე ქალი ამ რჩევებზე იცინის და ამბობს: „ნუ დაბერდები წესების მიხედვით”. ვიდეოში ასევე მონაწილეობს სერტიფიცირებული დერმატოლოგიც.

კამპანიის ტონი გარკვეულწილად ჰგავს Dove-ის ცნობილ Real Beauty პლატფორმას, რომელიც წლების განმავლობაში რეალური სილამაზისა და ბუნებრიობის იდეას ავითარებს.

კამპანია ტელევიზიას გასცდება

Neutrogena-ს ინფორმაციით, კამპანიის სტრატეგიაზე, კრეატივზე, დიზაინზე, ინფლუენსერმარკეტინგზე, სოციალურ მედიასა და მედიააქტივობებზე ცნობილი სააგენტო “Publicis” მუშაობდა.

ტელევიზიასა და ციფრულ არხებთან ერთად “Break the Rules“ გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობებითაც გაგრძელდება.

მაგალითად, ბრენდი Lollapalooza-ს მუსიკალურ ფესტივალზე სტუმრებს მზისგან დამცავ საშუალებებს შესთავაზებს.

Neutrogena-სთვის კულტურულ მოვლენებთან დაკავშირებული კამპანიები ახალი არ არის.  მანამდე ბრენდმა წარმატებით გამოიყენა 1990-იანი წლების ნოსტალგია და TikTok-ის პოპულარული ტენდენცია #SteamyBookTok.

ფინანსური შედეგები

კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, წმინდა გაყიდვები 4.5%-ით, ხოლო Skin Health & Beauty მიმართულების გაყიდვები 8.4%-ით გაიზარდა.

როგორ იქცა უოლ სტრიტის სიმბოლო უშიშარი გოგონა გლობალურ ბრენდად

2026 წლის გლობალური ავტოინდუსტრია: ელექტრომანქანები და ის, რაც ყიდვამდე უნდა იცოდეთ