in

Never Alone — უკრაინაში მცხოვრები ხალხის ემოციური ვიდეორგოლი

BOG
BOG

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და ამ სამწუხარო მოვლენასთან დაკავშირებით, Disasters Emergency Committee (DEC)-მ გამოუშვა ვიდეორგოლი. მასში უკრაინაში მცხოვრები ადამიანები ემოციურ სიმღერას მღერიან, რომლის სიტყვებიც ყველაში სევდიან განწყობას აღძრავს: „You’ll Never Walk Alone“.

რუსეთის შეჭრის შემდეგ ათასობით უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა, 8 მილიონმა დატოვა ქვეყანა, 6,5 მილიონი კი იძულებით იქნა გადაადგილებული. ომის გავლენა მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდა, მაგალითად, პოლონეთზე, რომელიც საკვების, სამედიცინო დახმარებისა და თავშესაფრით ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.

ვიდეორგოლში, სახელწოდებით „Never Alone“ ის ადამიანები გვევლინებიან მთავარ პერსონაჟებად, რომლებმაც უკრაინაში დარჩენა და საკუთარი სიძლიერის ბოლომდე გამოვლენა არჩიეს.

ახალი პლასტირი ადამიანებს შეხების შეგრძნებას დისტანციურად გადასცემს

Madre — ბასკური და ესპანური კულინარიული კულტურით შთაგონებული რესტორანი 3 მარტს, დედის დღეს იხსნება