24
Jun
2019

“დისკომფორტში უნდა იგრძნო კომფორტი” – ლებრონ ჯეიმსის სამოტივაციო ვიდეორგოლი

24 Jun 2019



თუკი გადამწყვეტი მომენტის წინაშე ხარ და ფიქრობ, დანებდე თუ კვლავაც განაგრძო დაწყებული საქმე, ლებრონ ჯეიმსის ეს ვიდეორგოლი დაგეხმარება თვითგამორკვევაში. კალათბურთის ლეგენდა უკვე 16 წელია NBA-ში თამაშობს. მისი თქმით, გზა საუკეთესო მასწავლებელია. 34 წლის ლებრონ ჯეიმსი მოგვიწოდებს, მუდმივად ვეძებოთ დისკომფორტი და ის კომფორტის ზონად ვაქციოთ. ჩემპიონი საუბრობს იმაზე, რაც ნამდვილად ღირებულად მიაჩნია და კვლავაც დიდხანს აპირებს უცნობ გზაზე სიარულს. რეკლამა სამგზავრო ჩემოდნების მწარმოებელმა კომპანიამ RINOWA გადაიღო, ხოლო კამპანია “Never Still” სააგენტომ Anomaly Berlin მოამზადა.

 

განხილვა