in

როგორ დააკავშირა Burger King-მა McDonald’s-ის ჯამბაზი და IT-ის მთავარი გმირი?

Burger King-ისა და McDonald’s-ის “დაპირისპირება” გრძელდება. ამჯერად, ეს მხოლოდ 2 კონკურენტი სწრაფი კვების ობიექტის მეტოქეობა კი არა, გაცილებით უფრო მასშტაბური შემთხვევაა, რომელშიც სტივენ კინგი და მისი ფავორიტი ჯამბაზი პენივაიზიც ჩართულები არიან. სულ ცოტა ხნის წინ, სტივენის სცენარის მიხედვით, ახალი საშინელებათა ფილმი IT გამოვიდა. ჰამბურგში ფილმის პრემიერას Burger King-მა და სააგენტო Grabarz & Partner-მა საკმაოდ მომგებიანი დანიშნულება მოუძებნეს. მათ ჩვენება, როგორც ყველაზე ხანგრძლივი და ეფექტური სარეკლამო კამპანია, ისე გამოიყენეს. იმ დროს, როდესაც კინოთეატრის დარბაზში მისული მაყურებელი სუნთქვაშეკრული და შეშინებული დიდ ეკრანებზე წითელი ბუშტით მოსეირნე ბოროტ ჯამბაზს ადევნებდა თვალს, მოულოდნელად მონიტორზე Burger King-ის გზავნილი გაჩნდა, სახალისო, თანაც ორიგინალური წარწერით “The moral is: Never trust a Clown”. რამდენად სამართლიანია ასეთი რეიტინგული ფილმის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება, ეს ცალკე თემაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ახლა მხოლოდ ერთი რამ არის საინტერესო: როგორ უპასუხებს ამ გამოწვევას McDonald’s-ი?

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=44&v=xx_kf-mCKYo

Samsung Curved TV – ტელევიზორები რკალისებური ეკრანით – რეალობის საოცარი აღქმა თვალებზე მინიმალური დატვირთვით

როგორია ყველაზე მასშტაბური ქართული ფორუმი, დაარსებიდან 16 წლის შემდეგ? – Forum.ge