in

New Balance საკულტო ფეხსაცმლის ფესვებს ნოსტალგიური ვიდეორგოლით უბრუნდება

BOG
BOG

New Balance-ის უახლესი კამპანიის მთავარ გმირად 99x სერიის პირველი მოდელი (991v1) გვევლინება, რომელიც იტალიაში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. იმ დროისთვის ის მოდასთან ასოცირდებოდა, ნაცვლად სირბილისა და ვარჯიშისა. მილანში, ფლორენციასა და ბოლონიაში აღნიშნულ ფეხსაცმელს კლასიკურ სამოსს უხამებდნენ — შესაბამისად, მალევე იქცა მაღალი მოდის ნაწილად. ამას ემატებოდა ის ფაქტი, რომ იტალიაში ფეხსაცმლის წარმოების მძლავრმა კულტურამ ხელი შეუწყო 991v1-ის რეზონანსს.

ნოსტალგიური ლინზის ჭრილში გადაღებული ვიდეორგოლი სწორედ ამ ამბავზეა ფოკუსირებული — ის იტალიურ ფესვებთან კავშირს სცემს პატივს. „სულ რამდენიმე ფეხსაცმელს ჰქონდა ევროპაში კულტურული გავლენა და მათ შორის იყო 991. იმ პერიოდიდან მოყოლებული, 20 წელზე მეტია, ეს მოდელი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესოს სტატუსს. 

„ევოლუცია და არა — რევოლუცია“ იყო პირველი, რაც გონებაში მომივიდა კამპანიის იდეაზე ფიქრისას. 99X სერია მსგავს მიდგომას მოითხოვდა, რათა შეგვენარჩუნებინა პატივისცემა პირვანდელი დიზაინის მიმართ და, ამავდროულად, განახლებაზეც ვფოკუსირებულიყავით. ეს არის ბალანსი, რომელიც საკულტო დნმ-ს არ გვაკარგვინებს“, აღნიშნავს სემ პირსი, New Balance-ის კრეატიული დიზაინის ხელმძღვანელი.

საინტერესო პოდკასტი | საბოლოო არჩევანი ჩვენზეა

„ბუზი ყურს უკან“ — GrupoMoga-ს ღვინის ეტიკეტი