in

New Balance Decathlon-ს ლოგოს გამო უჩივის

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდი New Balance სპორტული პროდუქციის საცალო ვაჭრობის კომპანია Decathlon-ს უჩივის. დავა Decathlon-ის ერთ-ერთ სარბენ ფეხსაცმელს ეხება, რომლის ლოგოც, New Balance-ის მტკიცებით, მის სავაჭრო ნიშნით დაცულ N-ს იმდენად ჰგავს, რომ მომხმარებელში ბრენდებს შორის აღრევა შეიძლება გამოიწვიოს.

BOG
BOG

ლოგოსთან დაკავშირებული დავები დიზაინის ინდუსტრიაში იშვიათი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში საკითხს დამატებითი მნიშვნელობა აქვს – ორივე კომპანია სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ერთსა და იმავე ბაზარზე ოპერირებს. შესაბამისად, New Balance საკუთარი ბრენდული იდენტობისა და სავაჭრო ნიშნის დაცვას ცდილობს და საქმის ფედერალურ სასამართლომდე მიყვანასაც არ ერიდება.

New Balance-ის სავაჭრო ნიშნით დაცული “N“ ლოგო ბრენდს 1970-იანი წლებიდან აქვს გამოყენებული.

კომპანიის ინფორმაციით, New Balance-მა Decathlon-თან საკითხის მოგვარება წლის დასაწყისში, სასამართლოსთვის მიმართვამდე, სცადა. თუმცა ახლა ბრენდი სასამართლოსგან სადავო ლოგოს გამოყენების შეჩერებას, უკვე წარმოებული პროდუქციის განადგურებასა და ფინანსური კომპენსაციის დაკისრებას ითხოვს.

როგორ გამოვიყენოთ ნოსტალგია მარკეტინგში ეფექტურად

შექმენი შენი iPhone: სიმულატორი, სადაც ყველაფერი შეიძლება