ხშირად ნაცრისფერს მოსაწყენ და უსიცოცხლო ტონალობად მიიჩნევენ — ცუდი ამინდისა და კორპორატიული კოსტიუმების ფრად. თუმცა New Balance ახალ კამპანიაში ეჭვქვეშ აყენებს ამ აღქმას… აქ ნაცრისფერი დღეები იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი საუკეთესო რამ სწორედ ამ ელფერისაა. ეს მოიცავს არა მხოლოდ ბრენდის ზოგიერთ საყვარელ პროდუქტს, არამედ შავ-თეთრ ფილმსაც.
ბრუკლინში დაფუძნებული სააგენტო American Haiku-ს მიერ შექმნილი Grey Days ყოველდღიური ცხოვრების მომენტებს მოიცავს. ფილმის სტილში გადაღებული ვიდეორგოლი სავსეა სახალისო პერსპექტივებითა და ფილოსოფიური დიალოგებით. ცხადია, სიუჟეტში ჩაინტეგრირებულია თავად ბრენდთან დაკავშირებული მინიშნებებიც — ასე ვთქვათ, რეტრო ვიდეორგოლში New Balance-ის ნაცრისფერი ფესვების ისტორიას ვადევნებთ თვალს.