in

New Balance-ის რიგით მე-3 ფილიალი City Mall Saburtalo-ში ოფიციალურად გაიხსნა

Retail სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია პარადისი ჯგუფი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს. ჯგუფი თავის პორტფოლიოში აერთიანებს ისეთ მსოფლიო დონის ბრენდებს როგორიცაა: New Balance, Emporio Armani Ea7, Peak, IcePeak/Luhta და Norway.

Paradisi ჯგუფმა, ლოიალური მომხმარებლების დიდი დაინტერესების/სურვილის გათვალისწინებით, City Mall Saburtalo 1-ელ სართულზე New Balance-ის რიგით მე-3 ფილიალი ოფიციალურად გახსნა.

New Balance:

ბრენდი, რომელიც 1906წელს დაარსდა ქალაქ ბოსტონში, New Balance Arch Support Company სახელით, უწყვეტ ციკლად ქმნის საკუთარ ისტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. New Balance გვთავაზობს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს/ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

ბრენდის კონცეფციაა, მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხის მაღალი სტანდარტების ფეხსაცმელი/ტანსაცმელი/აქსესუარები. მარტივად, New Balance არის ბრენდი ჯანსაღი/სპორტული ცხოვრების მოყვარული ადამიანებისთვის, რომელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომფორტი და ხარისხი.

New Balance ბევრი წლის მანძილზე არ თმობს ლიდერობას სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის სფეროში. ცხადია, ეს არც თუ ისე მარტივი გამოწვევაა და ბრენდი მუდმივად მუშაობს არ ჩამორჩეს მოდის ტენდენციებს, დააკმაყოფილოს ინდივიდუალური მოთხოვნილებები და საჭიროებები.

ვინ არის New Balance სამიზნე აუდიტორია?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრენდის პროდუქტი გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის. თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება, სწორედ New Balance-ის მაღაზიებში შეარჩიოთ სასურველი სპორტული ლუქი.

რეკლამა საქართველოში:

ცხადია, ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობის კუთხით საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუმცა რეკლამა ახლა აუცილებელია ნებისმიერი სექტორის კომპანიისთვის. განსაკუთრებით, ის კრიტიკულად საჭირო გახდა სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიაში, რადგან ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში. ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას აქტიურ რეჟიმში, რათა თქვენი საყვარელი ბრენდის შეძენა შეძლოთ სულ უფრო და უფრო მეტ ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით. ჩვენც ვირჩევთ მიდგომას “Always in Beta”, რაც ბრენდის პოზიციონირების წარმატების ფორმულად მივიჩნევთ.

„ბრენდი ქმნის უფრო მეტს და ღირებულს, ვიდრე უბრალოდ სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელია“.

New Balance-ის კატალოგის გასაცნობად და მისი პროდუქციის ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.

საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად კი გელოდებით ახლა უკვე City Mall Saburtalo I სართულზე, დილის 10:00 – 22:00 საათამდე და ასევე, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას 20 / East Point.

[R]

რამდენად იქცევა „მკვლელი რობოტები“ რეალობად?

#მევქმნიალიანსს – სალომე სიხარულიძის წარმატების ფორმულა და გზა „ალიანს ჯგუფამდე“