16
Sep
2019

New Balance, თანამშრომლებს, უნივერსიტეტში უფასო სწავლას სთავაზობს

16 Sep 2019

გლობალური ბრენდები, ბოლო დროს ცდილობენ, თანამშრომლებს, რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი შესთავაზონ. მათ შორის ერთ-ერთი უფასო და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი განათლებაა. საქართველოში შედარებით მცირე, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე, კომპანიების დიდი ნაწილი ამ ტენდენციას აქტიურად მიჰყვება. ბრენდი, რომელსაც ნიუ-ინგლენდში 5 საწარმო აქვს და 90-მდე აუთლეტს ფლობს, თანამშრომლებს უფასო სწავლის საშუალებას აძლევს – New Balanceმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება Purdue University Global-თან. უმაღლეს სასწავლებელში, კომპანიის თანამშრომლებისთვის, სპეციალური პროგრამა შეიქმნება.

„New Balance, მოხარულია, რომ Purdue Global-ს შეუერთდა და პარტნიორებს აქ სწავლის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ ჩვენი კოლეგები ძალიან კმაყოფილები იქნებიან შანსით, მიიღონ ხარისხი ამ პრესტიჟული უნივერსიტეტის ხარისხი. გვგონია, რომ ეს მათ ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს“, – ამბობს New Balance-ის ერთ-ერთი ერინ ბენცი.

უნივერსიტეტი, კომპანიის თანამშრომლებს, თანამშრომლებს სთავაზობს უფასო პროგრამებს ასპირანტების, ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. რაც შეეხება მიმართულებებს, ფაკულტეტების არჩევანი ასეთია: ბიზნესი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, ბუღალტერია და ფინანსები. თითოეული პროგრამა მორგებულია რეალურ მოთხოვნებს. ამიტომ, სტუდენტები ინდივიდუალურად, მათი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე აირჩევენ კრედიტებს.

განხილვა