in

New Balance-ის პაბი ლონდონში

სპორტულმა ბრენდმა New Balance, ლონდონში, პაბი გახსნა. როგორც გამოცემა sneakerfreaker.com წერს, ბარის სახელია The Runaway (გაქცევა, შეუჩერებელი). ამ ფორმით კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს უკვე ტრადიციად ქცეულ მარათონში, რომელიც წელს, 28 აპრილს გაიმართება. შეჯიბრისთვის მოსამზადებლად, ყოველ გარბენილ მილზე ( 1,6 კმ), მონაწილეები, უფასო ლუდს მიიღებენ.

ეს პროექტი ბრენდმა  ფიტნეს – აპლიკაცია Strava-სთან ერთად განახორციელა.  სწორედ მისი დახმარებით იქნება შეაძლებელი, Runaway Card-ზე დაგროვილი მილების ლუდში გადაცვლა. ბარათზ ე.წ. ვალუტის გამომუშავება 4 სხვადასხვა დავალების (ვარჯიშის) შესრულებით ხდება.

Google Assistant ანდროიდის მესიჯებში

და ვინჩის ციფრული რეპროდუქციების გამოფენა თბილისში