in

ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია! ACT-ი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქალაქ ბათუმის ახალი სიმბოლოს შერჩევის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კომპანია “ეისითი” ოფიციალურ გაცხადებას ავრცელებს,რომელსაც მარკეტერი უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება და აირჩიონ ლოგო, ამიტომაც, მხოლოდ მას მერე ვაქვეყნებთ განცხადებას, რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული ლოგო – ფოერვერკი, რომელიც ბათუმის განწყობას და ხასიათს გადმოსცემს და, რაც მთავარია, შეესაბამება ბათუმის კონცეფციას.

ბათუმი-ლოგო

ლოგო ყოველთვის ხდება დავის მიზეზი, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის იდეა, რასაც ლოგო უნდა გადმოსცემდეს.

იდეა კი ასეთია: ბათუმი არის თავისუფლების, ჩარჩოებს გარეთ აზროვნების ქალაქი, რომელიც შენ შენი თავის, ოცნებების, სურვილების, შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ეს ერთგვარი თავისუფლების დღესასწაულია, რომელსაც ლოგოში ფოერვერკი გამოხატავს.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანებს გული წყდებათ, როცა ვერ მონაწილეობენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში. თუმცა არ არის გასაგები ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იყენებს კონკურენტთან ბრძოლაში. ზოგი ისე შორს მიდის, რომ კონკურენტის სიძულვილით ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას.

თუმცა სასიხარულოა, რომ კონკურენტებშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც სხვისი შემოქმედების კრიტიკის თუ შეფასების დროს არიან თანმიმდევრულნი და ობიექტურები.

ბრენდირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესში;

დიდი მადლობა ანა მაღალაშვილს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერია საქართველოში და ჩვენი ლოგოების ავტორი.

და ბოლოს, დიდი მადლობა ბათუმის მერიის განსაკუთრებულ გუნდს, ეფექტური თანამუშაობისთვის, პროფესიონალიზმისა და ობიექტურობისთვის.

ACTაგრძელებს ქალაქ ბათუმის ბრენდირების პროექტს და მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას პროექტის შესახებ.

10366321_10202126089144237_5506943027083708918_n

10434308_10202126087584198_7742061270883575242_n

10468529_10202126089704251_2163874588320862813_n

სრული ბრენდის ვიზუალური გიდი

“გელა უნდა შეიცვალოს” – გიორგი პოპიაშვილის პოსტი ბათუმის ლოგოს დიზაინზე

რა მოხდებოდა “გუგლი” რომ ადამიანი იყოს!