in

როდესაც ახალი ხელმძღვანელის გამო, საყვარელ საქმეზე გული გიცრუვდებათ

ზოგჯერ, ასეც ხდება – წლების განმავლობაში იყავით გუნდის ერთგული მოთამაშე თქვენს კომპანიაში: თავდადებული თანამშრომელი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს კარგი ურთიერთობები. შემდეგ მოულოდნელად სცენაზე ახალი ხელმძღვანელი მოდის და ყველაფერი, რაც ადრე გიყვარდათ სამსახურში, აგონიისა და იმედგაცრუების წყაროდ იქცევა.

„ახალი უფროსის მოსვლამ შეიძლება შეარყიოს თქვენი სამყარო“, – ამბობს მერი აბაჯეი, Careerstone Group-ის პრეზიდენტი, – ”თქვენ უნდა მოერგოთ მენეჯმენტის ახალ სტილსა და პიროვნებას, რაც რთულია, თუ ეს ადამიანი არის მიკრომენეჯერი, არ არის ისეთი მეგობრული, როგორც თქვენი ძველი უფროსი, ან აქვს განსხვავებული პრიორიტეტები. ასეთ დროს, თქვენ იწყებთ ნულიდან.”

ეს ცვლილება შეიძლება არ იყოს ის, რასაც ელოდით, მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას რომ მიაღწიოთ ამ ახალ მოცემულობაში, საჭიროა ადაპტირება. პირველი ნაბიჯი არის თქვენი აზროვნების გადახედვა. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ წარსულზე და გინდოდეთ დააბრუნოთ, რაც ადრე იყო, შეეცადეთ დაინახოთ სიტუაცია, როგორც სწავლის შესაძლებლობა. ყოველივე ამის შემდეგ, ახალი უფროსი არსებითად ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სრულიად ახალი მიმართულებით სამუშაო. მაშ, როგორ დაუბრუნდეთ გეზს და დაიბრუნოთ ბალანსი, როდესაც თქვენი ახალი უფროსი, ყველაფერს ართულებს?

კარგზე იფიქრეთ

ბუნებრივია, თუ გენატრებათ ძველი უფროსი და მათი მიდგომა, მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილება გარდაუვალია სამსახურში. ამ ცვლილებებთან გასამკლავებლად გვირჩევენ თვითრეფლექსიას. დაფიქრდით, რა კუთხით ხართ ჩარჩენილი შაბლონში, რომელიც თქვენთვის აღარ მუშაობს? როგორ შეიძლება მოიქცეთ განსხვავებულად? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას, თქვენ გაქვთ ძალაუფლება საკუთარ აზროვნებაზე. შეახსენეთ საკუთარ თავს: „მე მომწონს ჩემი სამუშაო და ისევ მომეწონება. მე უბრალოდ უნდა გავიარო ეს ცვლილება“.

გამოიჩინეთ თანაგრძნობა

ახალ უფროსებს ზოგჯერ აქვთ მიკრომენეჯმენტის ან არასაჭირო ცვლილებების შეტანის ჩვევა და ამას აკეთებენ გამორჩევის მიზნით. ეს, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია დიდი ხნის თანამშრომლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი პოზიციიდან დანახვა. ხელმძღვანელი შეიძლება ნერვიულობდეს, ან ცდილობდეს საკუთარი თავის ვალიდაციას ახალ სამსახურში. ისინი ასევე ცდილობენ ისწავლონ თავიანთი სამუშაო. სწორედ აქაა საჭირო თქვენგან თანაგრძნობა. მიეცით მათ გარკვეული სივრცე თვითგამორკვევისთვის. როდესაც უფრო კომფორტულად მოერგებიან ახალ პოზიციას, შემდეგ დააკვირდით მის ქცევას.

ფოკუსირება მოახდინეთ პრიორიტეტებზე

იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა იმუშაოთ კარგად თქვენს ახალ უფროსთან, მოითხოვს დაკვირვებას. თქვენი მთავარი მიზანი არის გაეცნოთ თქვენი ახალი უფროსის პრიორიტეტებს. Zoom თუ Slack? რეგულარული რეპორტინგი თუ კვარტალური მიმოხილვები? პარასკევის გუნდური ვარჯიშები თუ სპონტანური? განიხილეთ მათი მოლოდინები გადაწყვეტილების მიღებისა და თანამშრომლობის შესახებ. ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა: „რომელ გადაწყვეტილებებზე გინდათ, რომ გაგიწიო კონსულტაცია და როდის მოვიქცე დამოუკიდებლად?“ ხელს უწყობს არასწორი კომუნიკაციის თავიდან აცილებას.

მიიღეთ „დიახ, და“ მიდგომა

ზოგიერთი ადამიანი დგება თავდაცვით პოზიციაში, როდესაც ახალი ხელმძღვანელი მოდის კომპანიაში. ზოგიც შეიძლება გადავიდეს სრულ უკიდურესობაში და გახდეს ზედმეტად მაამებელი ახალი ხელმძღვანელის მიმართ. გირჩევთ საშუალო გზას, სადაც მხარს უჭერთ თქვენს უფროსს და ასევე გულწრფელ უკუკავშირს უზიარებთ. „დიახ, და“ მიდგომის გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს. ეს ნიშნავს, რომ დაეყრდნოთ თქვენი უფროსის წინადადებებს და შესთავაზოთ საკუთარი შეხედულებები და პერსპექტივები. მოერიდეთ ისეთი სიტყვების თქმას, როგორიცაა: „ჩვენ ასე არ ვაკეთებთ“ ან „ეს არ არის კარგი იდეა“. ეცადეთ იპოვოთ საერთო კავშირი ახალ ადამიანთან. როდესაც ადრეული მიმღებები ხართ, შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ სხვებზე, რომ თავადაც გახდნენ უფრო მიმღებნი და დაინახონ ამ ცვლილების დადებითი მხარე. ვიმედოვნებთ, რომ უფროსი, სავარაუდოდ, უკეთესად მოიქცევა, თუ მას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.

წყარო: HBR



KFC-მ ბილბორდებზე ბურგერი ვერ დაატია

აი, როგორ დარბის „ყველაზე სწრაფი“ ჰუმანოიდი რობოტი — ვიდეო