9
Jul
2019

“New Coke” ბაზარზე დაბრუნდა – „კოკა-კოლას“ ძველი ახალი გემო 

9 Jul 2019

„კოკა-კოლამ“ ბაზარზე, 1985 წელს გამოშვებული ძველი გემო “New Coke” დააბრუნა. პროდუქტის მეორე სიცოცხლე Netflix-ის სერიალის “Stranger Things”-ის მესამე სეზონს ეძღვნება. თუმცა, ეს სასმელი საკამათო ჯერ კიდევ პირველი გამოსვლისას გახდა – მაშინ, „ახალი კოლა“, დახლებზე, სულ 79 დღე გააჩერეს და მომხმარებელთა მოთხოვნით, Coca-Cola Classic დააბრუნეს.

„ ახლა, “Stranger Things”-ის პატივსაცემად, „კოკა-კოლამ“ საცავი გახსნა და “New Coke”-ის ფორმულა თავიდან შექმნა, რადგან სერიალის მესამე სეზონში, მოქმედება 1985 წელს ხდება, ანუ იმ პერიოდში, როცა კომპანიამ ის პირველად გამოუშვა“.

NBC-ის შვილობილი ტელეკომპანია News Channel 8-ის ინფორმაციით, “New Coke”-ს აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს და Coca-Cola Classic-ზე გაცილებით ტკბილია. ქიმიკოსი ჯონ როჯერსი ამბობს, რომ მისი გემო, სადღაც, „კოკა-კოლასა“ და „პეპსის“ შორისაა.

Coca-Cola-ს ძველი ახალი გემოს შეძენა „ონლაინ“, მთელი მსოფლიოდან შესაძლებელია. შეზღუდული რაოდენობით გამოსული “New Coke”, ბაზარზე, სულ რამდენიმე კვირით გამოჩნდა.

photo Credit: WPTV.com

განხილვა