კოკა-კოლას გაზიანი სასმელი New Coke ბაზარმა ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწუნა. პროდუქტმა მხოლოდ 3 თვეს იცოცხლა. და ახლა, 33 წლის შემდეგ, ის ბაზარზე ბრუნდება. მიზეზი “ნეტფლიქსის” სერიალის “უცნაური ამბები” მესამე სეზონის გამოსვლაა. New Coke-ის გაცოცხლების იდეა სერიალის შემქმნელებს, როს და მეთ დაფერებს მოუვიდათ. მათი აზრით, ეს სერიალის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
33 წლის წინ, New Coke-მა სრული მარცხი განიცადა ბაზარზე. მომხმარებლები მას გულგრილად შეხვდნენ და ძველი კოკა-კოლის დაბრუნებას ითხოვდნენ. ახლა კი, New Coke-ის კვლავ წარმოება “კოკა-კოლას” მხრიდან გამბედავი ნაბიჯია. ამგვარად, ბრენდი თავის თავს იუმორისტულად უყურებს და ვინ იცის, შესაძლოა, წარსულში განცდილი მარცხი წარმატებადაც აქციოს. კამპანიის ფარგლებში, 500,000 New Coke გამოუშვეს და მიიჩნევენ, რომ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები სასმელის პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება. მეორე მხრივ, პარტნიორობა მოგებიანია “ნეტფლიქსისთვისაც”, ახალი სარეკლამო არხების ათვისების თვალსაზრისით. “უცნაური ამბების” მე-3 სეზონის რეკლამირებისთვის “ნეტფლიქსმა”, ასევე, ითანამშრომლა “ლეგოსთან”, H&M-თან, “ბასკინ რობინსთან” და სხვა კომპანიებთან.