in

Land Rover-ის ახალი DEFENDER OCTA ოფიციალურად გამოჩნდა

ბრიტანული სათავგადასავლო ავტობრენდის ოჯახში სიახლეა. ავტომობილი, რომელსაც ბევრი ელოდა – ახალი Defender OCTA ოფიციალურად 2024 წლის 3 ივლისს ჩაეშვა და მისმა ფოტოებმა მსოფლიო მედია მოიცვა.

მკაცრი, ძლიერი და მდიდრული – ასე შეფასდა უახლესი მოდელი, რომელიც DEFENDER HOUSE OF BRAND-ის პირველი სპეციალური გამოშვებაა. ის ყველაზე მძლავრი Defender-ია, რაც კი ოდესმე გამოსულა (626 ცხენის ძალით). შემთხვევითი არ არის მისი სახელწოდებაც. OCTA ბრილიანტის ერთ-ერთი სახეობიდან, Octahedron-იდან მომდინარეობს და ხაზს უსვამს მის იშვიათობასა და მიმზიდველობას.

ავტომობილი იდეალურად გადაადგილდება როგორც სტანდარტულ გზაზე, ისე რთულ რელიეფებზე. მას 4.4-ლიტრიანი Twin Turbo ჰიბრიდული ძრავა და ჰიდრავლიკური ურთიერთდაკავშირებული 6D დინამიკური პნევმატიკური საკიდარი აქვს, ცილინდრის კონტროლთან ერთად, რომელიც იდეალურ შესრულებას უზრუნველყოფს. ავტომობილი 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა წარმოდგენილი.

ასევე, OCTA აღჭურვილია სხვა მრავალი ინოვაციური ტექნოლოგიით, რასაც მისი დინამიკური შესაძლებლობები ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.

Defender OCTA-ს დახვეწილმა ინტერიერმა საზოგადოების მოლოდინს გადააჭარბა: ის არის მკაცრი, მაგრამ ელეგანტური და უაღრესად გამძლე მასალებით წარმოდგენილი.

ავტომობილის ინტერიერი რამდენიმე ვარიაციით შეიქმნა, თქვენს გემოვნებაზე მორგებული. თითოეულში იგრძნობთ დეტალებზე ორიენტირებულობასა და დახვეწილობას. სალონი 3D-ნაქსოვი ტექსტილითაა მოპირკეთებული. წინა რიგის სავარძლები დამხმარე საყრდენითაა წარმოდგენილი და აღჭურვილია Body and Soul აუდიოტექნოლოგიით, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, სრულყოფილად შეიგრძნონ მუსიკა.

ავტომობილში, ასევე, ხელმისაწვდომია გამაჯანსაღებელი პროგრამები, რათა მგზავრებმა მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავრონ. მოძრაობის დროს სავარძლებში ჩამონტაჟებულია სპეციალური მასაჟორები, როგორც მძღოლისათვის, ისევე მგზავრებისთვის.

OCTA საავტომობილო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან წინსვლას გამოხატავს. მოწინავე ტექნოლოგიით, ექსკლუზიური ელემენტებითა და მდიდრული ინტერიერით, ახალ სტანდარტს აყალიბებს მაღალი ხარისხის ავტომობილებისთვის.

აღსანიშნავია, რომ Land Rover-ის ახალი გმირის ოფიციალური დებიუტი Goodwood Festival of Speed-ზე, 11-14 ივლისს შედგება.

[R]

აღმოაჩინე PLUS დაბადების დღის პარტნიორი კომპანიები

როგორ შეიქმნა ვიდეორგოლი extra.ge-ზე არსებული 150,000 პროდუქტის ფოტოებით