in

სწავლების ახალი პლატფორმა BTU-სგან – პროფესორის და სტუდენტის ციფრული ასისტენტი

„ინოვაციური, ჰიბრიდული ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება, ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების პროცესს და არის ჰიპერპერსონალიზებული“ – BTU ასისტენტი სტუდენტისა და ლექტორის დამხმარე მესამე რგოლია, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაერთიანებით, მომდევნო სემესტრიდან დაინერგება უნივერსიტეტში.

BOG
BOG

 

„მრავალფეროვანი სასწავლო მოდულები, ქეისები და ამოცანები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტი, ავატარი, პოდკასტები მსოფლიოს ტექნოლოგიური და ბიზნესტრენდების შესახებ, ხელოვნური ინტელექტი კითხულობს და სხვა გადაწყვეტილებები ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში ერთიანდება. სტუდენტს კი შესაძლებლობას აძლევს, აითვისოს მოცულობითი სასწავლო მასალა დროის მცირე მონაკვეთში“.

მეწარმეობა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები, ოპერაციების მართვა და სხვა მოდულები, პროგრამაში უკვე ინტეგრირებულია. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, BTU ასისტენტი აერთიანებს სასწავლო მასალებს, „ქეისებს“ და ამოცანებს, რომელიც შემუშავებულია თავად უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. პლატფორმაში აგრეთვე შეხვდებით მსოფლიოს მოწინავე ბიზნესგამოცემებისა და „ქეისების“ ნაკრებს.

„ელექტრონული სასწავლო პლატფორმების მზარდი ინდუსტრია მსოფლიოში განათლების სისტემის რევოლუციას ახდენს. პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი, ინტერაქტიული და ინოვაციური პლატფორმა რომელიც ჩვენ შევქმენით, მომდევნო სემესტრიდან გაიხსნება BTU-ს სტუდენტების და ლექტორებისთვის. ავატარი, ხმოვანი AI აგენტი, პოდკასტები და სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით სწავლის პროცესი კიდევ უფრო დინამიური და საინტერესო გახდება“, – განმარტავენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

BTU ასისტენტი უკვე აერთიანებს მეწარმეობის, ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით მრავალ მოდულს და ყოველთვიურად იზრდება. პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო მიზნებით, ისე ტრენინგების ახალი მეთოდით ჩასატარებლად.

[R]

„თიბისი IT აკადემიაში“ UX-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

UNO-ს დიზაინ კონცეპტიდან რეალურ პროდუქტამდე – გრაფიკული დიზაინერის ქეისი