in

სმარტფონი, როგორც ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი — Apple-ის ვიდეორგოლები

BOG
BOG

ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორ ინარჩუნებდნენ ადამიანები სიმშვიდეს, როცა ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ… მაგალითად, შვილი სადმე რომ წავიდოდა და უკან დაბრუნებამდე ან წერილის მოწერამდე, რასაც დიდი დრო სჭირდებოდა, არაფერი იცოდნენ. თითქოს, მხოლოდ „იმედის იმედად იყვნენ“.

საბედნიეროდ, თანამედროვეობაში ამგვარი მოცემულობა მობილურმა ტელეფონმა შეცვალა. მარტივად ვაგებინებთ ახლობლებს ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ. სწორედ ეს ჩანს Apple-ის უახლეს ვიდეორგოლში: სიუჟეტი მამაზე მოგვითხრობს, რომელიც იმაზე ნერვიულობს, როგორ გაართმევს მისი ქალიშვილი თავს მანქანით მარტო სიარულს. შეტყობინების მეშვეობით კი იგებს, რომ ყველაფერი რიგზეა.

ამავდროულად, ბრენდმა მეორე ვიდეორგოლიც გამოუშვა, რომელიც უახლესი სმარტფონის ბატარეის ხანგრძლივობაზე მიუთითებს. აქ მობილური ტელეფონი ისეა წარმოდგენილი, როგორც ჩვენი ნებისმიერი მცდელობის თანმდევი, ერთგული მეგობარი… ხომ გქონიათ ისეთი მომენტი, შვილის რაიმე წარმატების დაფიქსირება რომ გინდათ, მაგრამ დიდი ხანი გჭირდებათ ზუსტი კადრების დასაჭერად — სწორედ ეს ჩანს ქვემოთ მოცემულ რეკლამაშიც.

„ფრანგულმა სახლმა”, Evido-ს დახმარებით, თითო მესიჯის ღირებულება 50%–ით შეამცირა

Google Ads-ს ახალი AI ხელსაწყო დაემატა