დღეს, როდესაც სამედიცინო სფერო სწრაფად ვითარდება და ბაზარზე კონკურენცია უკიდურეს ზღვარს აღწევს, წარმატება მხოლოდ მათ ხვედრია, ვინც ინოვაციებით და სტრატეგიული ხედვით გამოირჩევა.
4Hospitals ქართული სამედიცინო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და დარგის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის საქმიანობის მთავარი ინოვაციური პროდუქციის შეთავაზებაა, რაც თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამება. იგი მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებს, ასევე უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია მჭიდრო პარტნიორობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. პარტნიორებთან თანამშრომლობით კომპანია არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტებსა და მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ უწყვეტი პროფესიული განვითარების პლატფორმასაც ქმნის ქართველი სპეციალისტებისთვის და ქმნის სიახლეების უწყვეტ ციკლს.
საერთაშორისო კონფერენციებში და საგანმანათლებლო ღონისძიებებში კომპანიის აქტიური ჩართულობა 4Hospitals-ს ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკების ადგილობრივ ბაზარზე დანერგვის საშუალებას აძლევს. უმთავრესია, რომ აღებული გეზი უბრალოდ ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებით არ შემოიფარგლება – კომპანია მიზნად ისახავს მედიცინის განვითარების ახალი მიმართულებების განსაზღვრას, რაც საქართველოსთვის ჯანდაცვის სფეროს გრძელვადიან გაუმჯობესების საფუძველს განაპირობებს.
16 ნოემბერს სასტუმრო „პარაგრაფმა“ უმასპინძლა ქართულ სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას – 4Hospitals-ის ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ინოვაციებს დაეთმო. ამჯერად მთავარი ყურადღება დაეთმო Chison-ის ახალი თაობის ულტრაბგერით აპარატებს, რომლებიც რადიოლოგიის სფეროში ნამდვილი გარდატეხაა.
ღონისძიების ხარისხი და პროფესიონალიზმი განსაკუთრებით გამოიკვეთა Ultrasound Academy Georgia-ს მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს, რომ ქართველი ექიმები განახლებული ცოდნითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მიდგომებით იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კონფერენციამ გააერთიანა წამყვანი ექიმი-რადიოლოგები, სამედიცინო წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს Chison-ის აპლიკატორ-ტრენერმა, Moustafa Magdi-მ, და რეგიონულმა გაყიდვების მენეჯერმა, Ivan Xing-მა. მათი ინსპირაციული პრეზენტაციები წარმოადგენდა არა მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობების დემონსტრაციას, არამედ იმ შესაძლებლობების გახსნას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში გვთავაზობს.
Chison-ის ახალი აპარატები ტექნოლოგიური გარღვევაა, რადგან ისინი ხელოვნური ინტელექტის უნარებს იყენებენ, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაგნოსტიკური პროცესის სიზუსტესა და სისწრაფეს. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, აპარატები რეალურ კლინიკურ სიმულაციებში გამოეცადათ და დაეფასებინათ მათი ეფექტიანობა.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი მასტერკლასები იყო, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ Chison-ის მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებს და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებებს.
კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 4Hospitals არის კომპანია, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს მოაქვს ქართულ ბაზარზე, არამედ ზრუნავს მათი ეფექტური გამოყენების პოპულარიზაციაზე. როგორც ხატია ფარცვანია კატეგორიის მენეჯერი აღნიშნავს:
„ჩვენი მიზანია, ქართულ სამედიცინო საზოგადოებას მივაწოდოთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც აუმჯობესებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხს. 4Hospitals არამხოლოდ პროდუქციის, არამედ პროგრესული იდეების მომტანია“.
4Hospitals-ის მისია ნათელია – ჯანდაცვის სფეროში არამხოლოდ ლიდერობა, არამედ მდგრადი და ინოვაციური მომავლის შექმნა, რაც პაციენტებისა და ექიმებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა.
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/
[პარტნიორის კონტენტი]