15
Jan
2020

Gucci-ს ახალი, ხელნაწერი ლოგო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

15 Jan 2020

სულ ცოტა ხნის წინ Gucci-მ ლოგო განაახლა – იგი ხელნაწერია და ბავშვის დაწერილს ჰგავს.. (ან იქნებ, არის კიდეც?) ლოგიკურია, რომ გუჩისგან, რომელიც მსოფლიო მოდის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, ამგვარი ლოგო ყველას გააკვირვებდა. ამჟამინდელი ლოგო სრულიად განსხვავებულია ყოფილი ლოგოსგან და იგი ზედმეტად პრიმიტიულია.

გუჩის ახალი ლოგო მისი 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციასთანაა კავშირში. FB პროფილთან ერთად მან Cover-ფოტოც შეცვალა, რომელზეც ანალოგიური ფონტით წერია “შემოდგომა-ზამთარი 2020, კაცის კოლექცია”. ახალი ლოგოს კონცეფცია ბრენდის კრეატიულ დირექტორს, ალესანდრო მიკელეს ეკუთვნის.

აღნიშნული კოლექციის ჩვენება 14 იანვარს გაიმართა. მთლიან კამპანიას თან გასდევდა მოწოდება “გაერთე ისე, თითქოს 5 წლის ხარ..” ჩვენებას ქვემოთ შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამთ: იქნებ ყველაფერი გამარტივებისკენ მიდის და, მათ შორის, მოდაც? სულ ცოტა ხნის წინ ხომ ბალენსიაგას უმარტივესი ბანერი ვიხილეთ შენობაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ სხვა ბრენდებმაც მსგავსი ნაბიჯები გადადგან..

განხილვა