in

სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, როლინგ სთოუნ ბარი და იტალიური რესტორანი გაიხსნა

თბილისის მთავარ გამზირზე, გახსნიდან სამი თვის შემდეგ, სასტუმროტელეგრაფი“ სტუმრებს რამდენიმე სრულიად ახალ სივრცეს სთავაზობს: სასტუმროს პირველ სართულზე გაიხსნა ჯაზკლუბი „თათუზა“, რომელიც ლეგენდარული ქართველი ჯაზმუსიკოსის, თამაზ ყურაშვილის, მემკვიდრეობას ეძღვნება. ბოლო სართულზე უკვე ფუნქციონირებს Rolling Stone Rooftop Bar – საერთაშორისო მუსიკალური ბრენდის პირველი ბარი რეგიონში. ტერასული რესტორანი ფილოსოფიკო, ნამდვილი აღმოჩენა გახდება იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის.

„ტელეგრაფის“ შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორს ლინდონ ნერის, საერთაშორისო სტუდია Neri&Hu დამფუძნებელს, რომელმაც განახორციელა სილქ როუდ ჯგუფის ხედვაისტორიული შენობის გარდაქმნა თანამედროვე, მრავალფუნქციურ ურბანულ სივრცედ, რომელიც ქალაქის კულტურულ და სოციალურ რუკაზე ახალ მნიშვნელობას იძენს.

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი: ტელეგრაფი უკვე იქცა ქალაქის ერთერთ მიზიდულობის ცენტრად და შეხვედრების საყვარელ ადგილად. ეს არის ერთადერთი სასტურმო საქარველოში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს გამორჩეული, ექსკლუზიური სასტუმროების კოლექციას და გახდა ორგანიზაციის Leading Hotels of the World წევრი. სასტუმროში ადრე გახსნილ რესტორნებს ახლა შეემატა ჯაზკლუბი, როლინგ სთოუნ ბარი და იტალიური სამზარეულოს რესტორანი.

თათუზა ჯაზკლუბი გაიხსნა ისტორიული კონცერტითსტენლი კლარკი, ბექა გოჩიაშვილი და დენის ჩემბერსი. საუკეთესო პუბლიკა იყო, არაჩვეულებრივი აკუსტიკა. თბილისში ასეთი კლასის ჯაზკლუბი არ გვქონდა. ახლა გვექნება ლაივ კონცერტები და ველით ყველა ჯაზის მოყვარულს თათუზა ჯაზკლუბში.

ბოლო სართულზე ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, როლინგ სთოუნის, ბარი გავხსენით ნიქ უესტის არაჩვეულებრივი კონცერტით და დარწმუნებული ვარ ესეც თბილისში გამორჩეული მუსიკალური სივრცე იქნება.

ამ სასტუმროს პროექტში ჩვენმა ჯგუფმა განახორციელა 65 მილიონი ევროს ინვესტიცია, რაც რესპუბლიკის მოედნის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორსა და გუნდის წევრს, რომლებმაც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქციეს. დიდი მადლობა თიბისის და საქართველოს ბანკს, მათთან ერთად არა ერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.“

განსხვავებული დიზაინით, მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითა და უმაღლესი დონის სტუმართმოყვარეობით, „ტელეგრაფითბილისში სტუმრებს ახალ სტანდარტს სთავაზობს. „ტელეგრაფის“ შენობის რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა კომპანია სილქ დეველოპმენტი, სასტუმროს მართვას კი უზრუნველყოფს კომპანია სილქ ჰოსფითალითი.

[R]

OpenAI-მ 18-წლამდე მოზარდებისთვის მკაცრი შეზღუდვები დააწესა — ChatGPT-ის ახალი პოლიტიკა აქვს

5 ბიზნესისტორია, რომლებიც ბრენდის ნაცვლად ლაპარაკობს