90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემას ელექტრო ენერგია წარმოადგენდა და ბევრს ნათურის დანიშნულებაც კი დავიწყებული ჰქონდა, ზურაბ გაბინაშვილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და ქართულ ბაზარზე ეკო ნათურებით აციმციმებული მრავალფეროვნების შემოტანა დაისახა მიზნად.
ელიავას 1 კვადრატულ ჯიხურში დაწყებული ბიზნესი, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს საკუთარ ფილიალებს! მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ ახალ სარეკლამო რგოლს, რომელიც სპეციალურად ახალი ნათების 15 წლის იუბილესათვის დამზადდა.
ვიდეოს კრეატიული კონცეფცია და შესრულება სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-ს თბილისის ოფისს ეკუთვნის!
მარკეტერი ულოცავს ახალ ნათებას დაბადების დღეს!